https://sputnik-georgia.com/20260610/ucxoeli-patimrebistvis-axali-wesebi-amoqmeddeba-299090491.html
გაძევება უდო-ს ნაცვლად: ახალი წესები უცხოელი პატიმრებისთვის
გაძევება უდო-ს ნაცვლად: ახალი წესები უცხოელი პატიმრებისთვის
Sputnik საქართველო
2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 1.762 უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება 10.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-10T22:00+0400
2026-06-10T22:00+0400
2026-06-10T22:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1a/291092692_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_ade517fe077f6b4c714836cdfed4ba7c.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს ციხეები ვალდებული იქნებიან, მსჯავრდებული უცხოელის ქვეყნიდან გაძევების მიზნით სასჯელის გადახედვის საკითხზე პენიტენციური სამსახურის საბჭოებს მიმართონ. შესაბამის ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი განიხილავს.ცვლილებების თანახმად, საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებმაც სასჯელის ვადის ნაწილი უკვე მოიხადეს და შეუძლიათ სასჯელის ზომის შემსუბუქება მოითხოვონ, გარდა იმ პირებისა, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.ასეთ შემთხვევებში, სასჯელის დარჩენილი ნაწილის პირობით ვადამდე გათავისუფლებით (უდო - მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა) ჩანაცვლების ნაცვლად, გამოყენებული იქნება ქვეყნიდან გაძევება იმ ვადით, რომელიც პატიმრობის მოუხდელი ნაწილის ტოლია.საპატიმრო სასჯელის ქვეყნიდან გაძევებით შეცვლის საკითხის განხილვისას, საბჭოები გაითვალისწინებენ მსჯავრდებულის ქცევას პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საქმის სხვა გარემოებებს.2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 1.762 უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება, მათგან 1.182 სხვადასხვა ვადით სასჯელს იხდის. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში უცხოელი პატიმრების რაოდენობა 13,3%-ით გაიზარდა, ხოლო წლის განმავლობაში — 2025 წლის 1-ელი მაისიდან 2026 წლის 1-ელ მაისამდე — 54,2%-ით.მსჯავრდებულ უცხოელებს შორის უმრავლესობას შეადგენენ თურქეთის (368), რუსეთის (138), აზერბაიჯანის (121), უკრაინის (105) და ირანის (66) მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1a/291092692_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_e9d3e6286c246304c87880170647456b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი ამბები
გაძევება უდო-ს ნაცვლად: ახალი წესები უცხოელი პატიმრებისთვის
2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 1.762 უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს ციხეები ვალდებული იქნებიან, მსჯავრდებული უცხოელის ქვეყნიდან გაძევების მიზნით სასჯელის გადახედვის საკითხზე პენიტენციური სამსახურის საბჭოებს მიმართონ. შესაბამის ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
ცვლილებების თანახმად, საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებმაც სასჯელის ვადის ნაწილი უკვე მოიხადეს და შეუძლიათ სასჯელის ზომის შემსუბუქება მოითხოვონ, გარდა იმ პირებისა, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.
ასეთ შემთხვევებში, სასჯელის დარჩენილი ნაწილის პირობით ვადამდე გათავისუფლებით (უდო - მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა) ჩანაცვლების ნაცვლად, გამოყენებული იქნება ქვეყნიდან გაძევება იმ ვადით, რომელიც პატიმრობის მოუხდელი ნაწილის ტოლია.
საპატიმრო სასჯელის ქვეყნიდან გაძევებით შეცვლის საკითხის განხილვისას, საბჭოები გაითვალისწინებენ მსჯავრდებულის ქცევას პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საქმის სხვა გარემოებებს.
2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 1.762 უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება, მათგან 1.182 სხვადასხვა ვადით სასჯელს იხდის. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში უცხოელი პატიმრების რაოდენობა 13,3%-ით გაიზარდა, ხოლო წლის განმავლობაში — 2025 წლის 1-ელი მაისიდან 2026 წლის 1-ელ მაისამდე — 54,2%-ით.
მსჯავრდებულ უცხოელებს შორის უმრავლესობას შეადგენენ თურქეთის (368), რუსეთის (138), აზერბაიჯანის (121), უკრაინის (105) და ირანის (66) მოქალაქეები.