https://sputnik-georgia.com/20260610/tbilisshi-45-ojaxs-sacxovrebeli-partebi-gadaeca-299083703.html
თბილისში ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
თბილისში ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
Sputnik საქართველო
ჩუღურეთში მდებარე ყოფილი ბავშვთა N5 საავადმყოფოს შენობა წლების განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების... 10.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-10T21:25+0400
2026-06-10T21:25+0400
2026-06-10T21:25+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებმა ოჯახებმა ახალი, გარემონტებული ბინები მიიღეს, ისინი დღეიდან კაპანაძის ქუჩის N4-ში განაგრძობენ ცხოვრებას.45 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღები თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა.როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ შენობაში მცხოვრები ოჯახები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდა - 118 ოჯახს ცხოვრება უწევდა ყოფილი საავადმყოფოს სივრცეში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელ პირობები არ არსებობდა. ამასთან, ნაგებობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და იქ ცხოვრება იყო ძალიან რთული. მისი თქმით, თბილისის მერიამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო. კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩა N4-ში მოიძებნა მიწის ნაკვეთი, რომელიც თბილისის მერიას გადაეცა. ასევე, შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამოცხადდა ტენდერი და აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები 118 ოჯახიდან 45-ს საცხოვრებელი ფართი პროექტ „გარდენ ჰილსში“ გადაეცა, რვა ოჯახი დიდ დიღომში დაბინავდა, 12-მა კი ფულადი კომპენსაცია მიიღო. დანარჩენი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. მათი საცხოვრებელი ფართების სარემონტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისში ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა
ჩუღურეთში მდებარე ყოფილი ბავშვთა N5 საავადმყოფოს შენობა წლების განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენდა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებმა ოჯახებმა ახალი, გარემონტებული ბინები მიიღეს, ისინი დღეიდან კაპანაძის ქუჩის N4-ში განაგრძობენ ცხოვრებას.
45 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღები თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა.
„სახლი მხოლოდ კედლები და სახურავი არ არის. სახლი არის ადგილი, სადაც იზრდებიან შვილები, იქმნება ოჯახური ბედნიერება, სადაც ადამიანს აქვს უსაფრთხოების, სიმშვიდის და მომავლის განცდა. სწორედ ამიტომ ეს დღე მხოლოდ ბინების გადაცემის დღე არ არის. ეს არის დღე, როდესაც ათეულობით ოჯახს ეძლევა შესაძლებლობა, ღირსეულ, უსაფრთხო და ადამიანურ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ შენობაში მცხოვრები ოჯახები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდა - 118 ოჯახს ცხოვრება უწევდა ყოფილი საავადმყოფოს სივრცეში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელ პირობები არ არსებობდა. ამასთან, ნაგებობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და იქ ცხოვრება იყო ძალიან რთული.
მისი თქმით, თბილისის მერიამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო. კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩა N4-ში მოიძებნა მიწის ნაკვეთი, რომელიც თბილისის მერიას გადაეცა. ასევე, შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამოცხადდა ტენდერი და აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები.
„ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა მხოლოდ შენობის შეცვლა არ არის. ეს არის ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება - უსაფრთხოება, სტაბილურობა, კომფორტი, ქალაქისთვის კი ეს ნიშნავს მოწესრიგებულ საცხოვრებელ გარემოს, გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, უსაფრთხო ურბანულ სივრცეს, რაც ზრდის ქალაქის განვითარების დონეს და ცხოვრების ხარისხს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები 118 ოჯახიდან 45-ს საცხოვრებელი ფართი პროექტ „გარდენ ჰილსში“ გადაეცა, რვა ოჯახი დიდ დიღომში დაბინავდა, 12-მა კი ფულადი კომპენსაცია მიიღო. დანარჩენი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. მათი საცხოვრებელი ფართების სარემონტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს.