საპენსიო აქტივები საქართველოში: მაისის სტატისტიკა

© photo: Sputnikლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2026
გამოწერა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 9,4 მლრდ ლარს მიაღწია, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.
უწყების ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ პირთა რაოდენობამ 1 მლნ 742 ათასი ადამიანი შეადგინა. აქედან დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 32.302-მა პირმა, მათზე გაცემულმა თანხამ 160,612,324.43 ლარი შეადგინა.
მაისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9,4 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2,7 მლრდ ლარს გადააჭარბა.
საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის მაისის შედეგები ასეთია: გასულ თვეში საპენსიო ფონდის პორტფელებმა მაღალი ზრდა დააფიქსირეს, რასაც ხელი შეუწყო საერთაშორისო აქციების ბაზარზე არსებულმა დადებითმა დინამიკამ. 2026 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო საპენსიო ფონდის ყველა პორტფელისთვის, რომელშიც ტრადიციულად ლიდერობდა დინამიკური პორტფელი.
მაისში ყველაზე მაღალი, 2.49%-იანი მომგებიანობა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, რაც ამ პორტფელში საერთაშორისო აქციების უფრო მაღალი წილით აიხსნება. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ, შესაბამისად, 1.99% და 1.29% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სამივე პორტფელის მომგებიანობა დადებითია: დინამიკური – 8.99%; დაბალანსებული – 7.45%; კონსერვატიული – 5.91%.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:
დინამიური პორტფელი – 15.51%;
დაბალანსებული პორტფელი – 13.90%;
კონსერვატიული პორტფელი – 10.40%.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და სავალდებულო ხასიათისაა.
მოქმედი სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0