https://sputnik-georgia.com/20260610/ramdeni-tvirti-damushavda-potis-portshi-299076891.html
რამდენი კონტეინერი დამუშავდა ფოთის პორტში?
რამდენი კონტეინერი დამუშავდა ფოთის პორტში?
Sputnik საქართველო
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო... 10.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-10T16:00+0400
2026-06-10T16:00+0400
2026-06-10T16:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
საქართველოს პორტები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/13/236461329_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_f6d8a6d0a9973550269e2c89ee4b083e.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. 2026წლის იანვარ-მაისში ფოთის პორტში დამუშავდა 277,081 კონტეინერი (TEU), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3%-ით მეტია, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.საპორტო ოპერატორ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (APM Terminals Poti) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მაისში პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 255,874TEU შეადგინა, 2024 წელს კი - 225 602 TEU.საანგარიშო პერიოდში პორტში კონტეინერმზიდი გემების რაოდენობაც გაიზარდა. წლის დასაწყისიდან APM Terminal Poti-მა მიიღო 172 საკონტეინერო გემი, 2025 წელს - 139, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 139.პორტის ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება გენერალური ტვირთების მიმართულებითაც. 2026 წლის დასაწყისიდან კომპანიამ დაამუშავა 160 ,857 ტონა გენერალური ტვირთი, რაც აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს (128,828 ტონა) და მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მონაცემს (139 ტონა).გარდა ამისა, 2026 წლის ხუთ თვეში საბორნე ტრანსპორტით ტვირთების იმპორტმა შეადგინა 80,765 ტონა, 2025 წელს მაჩვენებელი იყო 69,123 ტონა, 2024 წელს - 80,265 ტონა.რაც შეეხება მეორადი ავტომობილების საზღვაო ტრანსპორტირება-დამუშავებას, საანგარიშო პერიოდში ფოთის პორტმა 6,149 სატრანსპორტო საშუალება დაამუშავა, რაც წინა წლებთან შედარებით ნაკლებია. 2025 წელს დამუშავდა 8,257 ასეთი კონტეინერი, ხოლო 2024 წელს – 8,134.ფოთის პორტი დღესფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს.ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/13/236461329_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_3ae6ea6c5c0774dbd20af21556010517.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
რამდენი კონტეინერი დამუშავდა ფოთის პორტში?
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. 2026წლის იანვარ-მაისში ფოთის პორტში დამუშავდა 277,081 კონტეინერი (TEU), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3%-ით მეტია, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
საპორტო ოპერატორ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (APM Terminals Poti) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მაისში პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 255,874TEU შეადგინა, 2024 წელს კი - 225 602 TEU.
საანგარიშო პერიოდში პორტში კონტეინერმზიდი გემების რაოდენობაც გაიზარდა. წლის დასაწყისიდან APM Terminal Poti-მა მიიღო 172 საკონტეინერო გემი, 2025 წელს - 139, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 139.
პორტის ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება გენერალური ტვირთების მიმართულებითაც. 2026 წლის დასაწყისიდან კომპანიამ დაამუშავა 160 ,857 ტონა გენერალური ტვირთი, რაც აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს (128,828 ტონა) და მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მონაცემს (139 ტონა).
გარდა ამისა, 2026 წლის ხუთ თვეში საბორნე ტრანსპორტით ტვირთების იმპორტმა შეადგინა 80,765 ტონა, 2025 წელს მაჩვენებელი იყო 69,123 ტონა, 2024 წელს - 80,265 ტონა.
რაც შეეხება მეორადი ავტომობილების საზღვაო ტრანსპორტირება-დამუშავებას, საანგარიშო პერიოდში ფოთის პორტმა 6,149 სატრანსპორტო საშუალება დაამუშავა, რაც წინა წლებთან შედარებით ნაკლებია. 2025 წელს დამუშავდა 8,257 ასეთი კონტეინერი, ხოლო 2024 წელს – 8,134.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს.
ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.