https://sputnik-georgia.com/20260610/puli-xeebis-sanacvlod-axali-wesebi-developerebistvis-tbilisshi-299077382.html
ფული ხეების სანაცვლოდ: ახალი წესები დეველოპერებისთვის თბილისში
ფული ხეების სანაცვლოდ: ახალი წესები დეველოპერებისთვის თბილისში
Sputnik საქართველო
თბილისში მშენებლობებს ხშირად თან ახლავს ხეების გაჩეხვა, რაც თბილისის მცხოვრებთა უკმაყოფილებას იწვევს. მათი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები პრობლემებს უქმნის... 10.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-10T12:25+0400
2026-06-10T12:25+0400
2026-06-10T12:25+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
კანონმდებლობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264659492_0:24:1600:924_1920x0_80_0_0_1b6db8fa72d07b44bb06a21c64605c4b.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. კომპანია, რომელიც მშენებლობის დროს ხეს მოჭრის, ვალდებული იქნება გადაიხადოს კომპენსაცია გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის —შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად, სამშენებლო ტერიტორიაზე ხეების მოჭრა დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უშუალოდ უშლიან ხელს მშენებლობას და თუ კომპანია გადაიხდის კომპენსაციას. კომპენსაციის ოდენობას თბილისის მერია განსაზღვრავს. თბილისში მშენებლობებს ხშირად თან ახლავს ხეების გაჩეხვა, რაც ქალაქის მცხოვრებთა უკმაყოფილებას იწვევს. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები პრობლემებს უქმნის ქალაქის ეკოლოგიას. კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ცვლილებები შექმნის ბალანსს ტერიტორიის განაშენიანების შესაძლებლობასა და ეკოლოგიურ წონასწორობას შორის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264659492_177:0:1600:1067_1920x0_80_0_0_e1d41f5219052f2ae749ca2ea424af81.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, კანონმდებლობა
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, კანონმდებლობა
ფული ხეების სანაცვლოდ: ახალი წესები დეველოპერებისთვის თბილისში
თბილისში მშენებლობებს ხშირად თან ახლავს ხეების გაჩეხვა, რაც თბილისის მცხოვრებთა უკმაყოფილებას იწვევს. მათი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები პრობლემებს უქმნის ქალაქის ეკოლოგიას.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. კომპანია, რომელიც მშენებლობის დროს ხეს მოჭრის, ვალდებული იქნება გადაიხადოს კომპენსაცია გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის —შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა.
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად, სამშენებლო ტერიტორიაზე ხეების მოჭრა დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უშუალოდ უშლიან ხელს მშენებლობას და თუ კომპანია გადაიხდის კომპენსაციას.
კომპენსაციის ოდენობას თბილისის მერია განსაზღვრავს.
გარდა ამისა, აკრძალულია მცენარეების 25%-ზე მეტის მოჭრა, გარდა ბუჩქებისა და იმ კონკრეტული ხეებისა, რომელთა ღეროს დიამეტრი 12 სანტიმეტრზე ნაკლებია. დაშვებულ გამონაკლისთა სიაშია: იასამანი, სამყურა (აილანთი), თუთა, აკაცია, კელრეუტერია, იუდას ხე (ევროპული ბაგრიანგნიკი) და ამერიკული ნეკერჩხალი.
თბილისში მშენებლობებს ხშირად თან ახლავს ხეების გაჩეხვა, რაც ქალაქის მცხოვრებთა უკმაყოფილებას იწვევს. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები პრობლემებს უქმნის ქალაქის ეკოლოგიას.
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ცვლილებები შექმნის ბალანსს ტერიტორიის განაშენიანების შესაძლებლობასა და ეკოლოგიურ წონასწორობას შორის.