ხვიჩა კვარაცხელიამ დიუშენის დაავადების მქონე 11 წლის გულშემატკივარი მოინახულა

© Mariam Tsertsvadzéხვიჩა კვარაცხელია და 11 წლის ანდრია შამუგია
ხვიჩა კვარაცხელია და 11 წლის ანდრია შამუგია - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2026
გამოწერა
კვარაცხელიამ ბიჭს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური, კაპიტნის სამკლაური აჩუქა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ სამშობლოში თავისი პატარა გულშემატკივარს — დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე 11 წლის ანდრია შამუგიას სახლში ესტუმრა და მისი ოცნება აასრულა.
მაისის ბოლოს მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ანდრია შამუგია ყვება ფეხბურთისა და ხვიჩა კვარაცხელიასადმი თავისი სიყვარულის, ასევე საკუთარი პრობლემების — გადასაადგილებელი ეტლისა და საჭირო მედიკამენტების არქონის შესახებ. ვიდეო გადაღებული იყო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელთა საპროტესტო აქციების დროს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა გამართეს და შეთანხმდნენ აუცილებელი მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესის დაწყების თაობაზე. ამის შემდეგ თბილისის ცენტრში აქციები შეწყდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ბიჭს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური, კაპიტნის სამკლაური აჩუქა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
„ძალიან მიყვარს მაგრამ შემრცხვა და ვერ ვუთხარიო, როგორ გაიხარა ანდრიამ. მადლობა ამ დღისთვის, მიუხედავად დიდი თავდასხმისა ყოველთვის მჯეროდა ხვიჩა კვარაცხელიას ადამიანობის. ვუსურვებთ წარმატებებს... მადლობა იმ სიყვარულისთვის, რაც გვაგრძნობინეთ, მადლობა ანდრიას გახარებისთვის“, -დაწერა სოციალურ ქსელში ბიჭის დედამ ნია ადონიამ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0