კანიე უესტის კონცერტი თბილისში - საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვიანობამდე იმუშავებს

© AP Photo / Amy Harrisკანიე უესტი
კანიე უესტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2026
გამოწერა
კონცერტის დღეს „დინამო არენას" მიმდებარე ქუჩებზე ასევე შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც "დინამო არენაზე" 12 ივნისს გაიმართება, თბილისის მეტრო და გარკვეული მარშრუტის ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე
მისი თქმით, კონცერტის დღეს „დინამო არენას" მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობაც შეიზღუდება.
„12 ივნისს „დინამო არენაზე" დაგეგმილია ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტი, რომელსაც საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. კონცერტზე დასწრების მსურველთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო, ასევე ის ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან“, - აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, კალაძის თქმით, 12 ივნისის 07:00 საათიდან გადაადგილება შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე.
„პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება "დინამო არენას" მთავარი შესასვლელების მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით", - განაცხადა მერმა.
ტრანსპორტის გადაადგილების ალტერნატიულ მარშრუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცის დედაქალაქის მერია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
კანიე უესტი (Ye) ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი, მოდის დიზაინერი და XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სკანდალური არტისტია. მისი მუსიკალური კარიერა 11 სტუდიურ, რამდენიმე კოლაბორაციულ და ორ ცოცხალ ალბომს მოიცავს. თითოეულმა მათგანმა შეცვალა თანამედროვე ჰიპ-ჰოპის მიმართულება. 2004 წელს გამოცემულმა სადებიუტო ალბომმა The College Dropout ჰიპ-ჰოპში „განგსტერული რეპის“ ეპოქა დაასრულა და შემოიტანა უფრო სოციალური, ყოველდღიური თემები.
ყველა ახალი ამბავი
0