დუშეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

© photo: Sputnik / Stringerთევზჭერა
თევზჭერა - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2026
გამოწერა
სახლართი ბადით თევზჭერა რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოქალაქე ჟინვალის წყალსაცავზე ძრავიანი ნავიდან თევზს აკრძალული საშუალებების - სახლართი ბადისა და თევზმახის - ე.წ. გოდორის გამოყენებით იჭერდა.
რადგანაც ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით - სამას ოციდან ოთხას საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ორიდან ოთხ წლამდე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0