https://sputnik-georgia.com/20260610/dges-sapatimrob-14-pirma-datova-299090264.html
4 ოქტომბრის საქმე: დღეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო 14-მა პირმა დატოვა
4 ოქტომბრის საქმე: დღეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო 14-მა პირმა დატოვა
Sputnik საქართველო
ჯამში, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება უკვე 22-მა გააფორმა. 10.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-10T20:54+0400
2026-06-10T20:54+0400
2026-06-10T20:54+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295245289_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_eaa6adf56290509fe5716fd9fc5b5912.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან კიდევ ექვსმა პირმა, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, საპატიმრო დატოვა.საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ გიორგი ქორქია, გიორგი რურუა, ხვიჩა გოგოხია, ლევან ჯიქია, ლაშა ივანაძე და სერგო მეგრელიშვილი. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებოდათ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ძალადობრივი ქმედებები. დღეს აღნიშნულ პირებამდე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება 8 პირმა დატოვა: საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე. მათ ბრალდება ვანდალიზმისა და ჯგუფური ძალადობის მუხლით ჰქონდათ წარდგენილი.14-ვე პირმა პენიტენციური დაწესებულება პირობითი მსჯავრით - 3 წელი - დატოვეს. აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, იგივე პირობებით, კიდევ რვა პირი - ევა შანშიაშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელიხაშვილი და დათო ღუწკაია გაათავისუფლა.ჯამში, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება უკვე 22-მა გააფორმა.პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295245289_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_7636e20c9f34b0fc99f1c59a4a889e00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
4 ოქტომბრის საქმე: დღეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო 14-მა პირმა დატოვა
ჯამში, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება უკვე 22-მა გააფორმა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან კიდევ ექვსმა პირმა, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, საპატიმრო დატოვა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ გიორგი ქორქია, გიორგი რურუა, ხვიჩა გოგოხია, ლევან ჯიქია, ლაშა ივანაძე და სერგო მეგრელიშვილი. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებოდათ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ძალადობრივი ქმედებები.
დღეს აღნიშნულ პირებამდე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება 8 პირმა დატოვა: საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე. მათ ბრალდება ვანდალიზმისა და ჯგუფური ძალადობის მუხლით ჰქონდათ წარდგენილი.
14-ვე პირმა პენიტენციური დაწესებულება პირობითი მსჯავრით - 3 წელი - დატოვეს. აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.
გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, იგივე პირობებით, კიდევ რვა პირი - ევა შანშიაშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელიხაშვილი და დათო ღუწკაია გაათავისუფლა.
ჯამში, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება უკვე 22-მა გააფორმა.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.