სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში „სამიკიტნო“ დახურა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასადილო
სასადილო - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2026
გამოწერა
სააგენტოს ინსპექტორების მიერ ობიექტის შემოწმებისას „სამიკიტნოში“ რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტ „სამიკიტნოს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინსპექტორებმა ჭიათურის სოფელ კალაურში მდებარე კვების ობიექტი გეგმურად შეამოწმეს, რა დროსაც ობიექტზე არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.
„სამიკიტნოში“ გაუმართავი იყო გამწოვი სისტემა, ხდებოდა არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, გარდა ამისა, ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველებს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ.
„გამოვლენილი დარღვევბის გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა“, -აღნიშლია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.
ყველა ახალი ამბავი
0