https://sputnik-georgia.com/20260610/avtomagistrali-pasiani-ar-gaxdeba-299090764.html
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ავტომაგისტრალების ფასიან რეჟიმში გადაყვანა არ განიხილება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ავტომაგისტრალების ფასიან რეჟიმში გადაყვანა არ განიხილება
Sputnik საქართველო
მოსახლეობისთვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით სარგებლობა უფასოა და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება დღის წესრიგში არ დგას, განაცხადეს... 10.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-10T22:29+0400
2026-06-10T22:29+0400
2026-06-10T22:29+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284726664_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_04b9536d1098dba4b992feeec062db58.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანა არ განიხილება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპრტამენტის განცხადებაში.ასე გამოეხმაურა უწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ფასიან რეჟიმში შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით.უწყების განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკაში გზების დაფინანსებისა და მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს და მსგავსი საკითხები საჭიროებს კომპლექსურ ანალიზს, ფართო პროფესიულ განხილვასა და საზოგადოების წინასწარ ინფორმირებას.დეპარტამენტი ასევე განმარტავს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მიმდინარე აქტიურ სამუშაოებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გზის რეაბილიტაციის დაჩქარება მხოლოდ პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობითაა განპირობებული და მას არანაირი კავშირი არ აქვს მაგისტრალებისთვის „ფასიანი ალტერნატივის“ მომზადებასთან.უწყება მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებისას ინფორმაციის სრულყოფილად და დაბალანსებულად მიწოდების მიზნით შესაბამისი უწყების ოფიციალური პოზიცია გადაამოწმონ და საზოგადოებას სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284726664_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_f21ff0e49a3a684ddd61d80d98c5d10c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ავტომაგისტრალების ფასიან რეჟიმში გადაყვანა არ განიხილება
მოსახლეობისთვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით სარგებლობა უფასოა და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება დღის წესრიგში არ დგას, განაცხადეს უწყებაში
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანა არ განიხილება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპრტამენტის განცხადებაში.
ასე გამოეხმაურა უწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ფასიან რეჟიმში შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით.
უწყების განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკაში გზების დაფინანსებისა და მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს და მსგავსი საკითხები საჭიროებს კომპლექსურ ანალიზს, ფართო პროფესიულ განხილვასა და საზოგადოების წინასწარ ინფორმირებას.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით სარგებლობა უფასოა და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება დღის წესრიგში არ დგას", - ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტი ასევე განმარტავს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მიმდინარე აქტიურ სამუშაოებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გზის რეაბილიტაციის დაჩქარება მხოლოდ პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობითაა განპირობებული და მას არანაირი კავშირი არ აქვს მაგისტრალებისთვის „ფასიანი ალტერნატივის“ მომზადებასთან.
უწყება მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებისას ინფორმაციის სრულყოფილად და დაბალანსებულად მიწოდების მიზნით შესაბამისი უწყების ოფიციალური პოზიცია გადაამოწმონ და საზოგადოებას სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ.