https://sputnik-georgia.com/20260610/ashsh-saqartvelos-moqalaqe-gardaicvala-299074819.html
აშშ-ის საიმიგრაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
აშშ-ის საიმიგრაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
43 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს 10.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-10T10:47+0400
2026-06-10T10:47+0400
2026-06-10T11:09+0400
საქართველო
აშშ
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24806/20/248062018_0:213:2800:1788_1920x0_80_0_0_2ef2d816809734fe5361f92505f4290e.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია ტელეკომპანია ABC News-ზე დაყრდნობით. შემთხვევა 4 ივნისს მოხდა.აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ინფორმაციით, 43 წლის მამუკა ართმელაძე უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ABC News-ის ცნობით, ართმელაძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია - მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.ართმელაძე თებერვალში ახალ ორლეანში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ოპერაცია მიმართული იყო „კომერციული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნეოდა“. „აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა ართმელაძე მას შემდეგ დააკავა, რაც დადგინდა, რომ მას არ ჰქონდა აშშ-ში კანონიერი სტატუსით დარჩენის უფლება“, – აცხადებენ უწყებაში. „ეიბისი ნიუსის“ ცნობით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრებში გარდაცვალების შემთხვევების ზრდა იმ ფონზე ხდება, როდესაც კანონმდებლები და მიგრანტთა უფლებების დამცველები სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ დაკავების ცენტრებში არსებულ პირობებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24806/20/248062018_67:0:2734:2000_1920x0_80_0_0_b643a9faa5ff7fe6c0c1fb9435ffaada.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , შემთხვევები, ახალი ამბები
აშშ-ის საიმიგრაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
10:47 10.06.2026 (განახლებულია: 11:09 10.06.2026) 43 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია ტელეკომპანია ABC News-ზე დაყრდნობით.
შემთხვევა 4 ივნისს მოხდა.
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ინფორმაციით, 43 წლის მამუკა ართმელაძე უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, დაახლოებით 23:22 საათზე, ექიმმა მამუკა ართმელაძე გარდაცვლილად გამოაცხადა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ABC News-ის ცნობით, ართმელაძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია - მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
ართმელაძე თებერვალში ახალ ორლეანში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ოპერაცია მიმართული იყო „კომერციული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნეოდა“.
„აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა ართმელაძე მას შემდეგ დააკავა, რაც დადგინდა, რომ მას არ ჰქონდა აშშ-ში კანონიერი სტატუსით დარჩენის უფლება“, – აცხადებენ უწყებაში.
„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრებში გარდაცვალების შემთხვევების ზრდა იმ ფონზე ხდება, როდესაც კანონმდებლები და მიგრანტთა უფლებების დამცველები სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ დაკავების ცენტრებში არსებულ პირობებს.