ისტორიის საცავი: საქართველოს ეროვნული არქივის მნიშვნელობა – ვიდეო

გამოწერა
საქართველოს ეროვნულ არქივში მრავალი ისტორიული დოკუმენტი ინახება. არქივის კოლექცია 5 მლნ ექსპონატს აჭარბებს - ეს არის წერილობითი დოკუმენტები, კინოფირები, აუდიოჩანაწერები, ფოტოები, ფონოდოკუმენტები.
არქივში შენახული დოკუმენტების ნაწილი ჩვენი წელთაღრიცხვით მე-9 საუკუნით თარიღდება. ეროვნული არქივი 1920 წელს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დაარსდა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისტორიული ჩანაწერებისა და მტკიცებულებების შენარჩუნებაში.
1927 წელს დაარსდა საქართველოს თანამედროვე ისტორიის ცენტრალური არქივი. 2006 წელს ეროვნული არქივი გაფართოვდა - მის სტრუქტურაში შევიდა საისტორიო ცენტრალური არქივი და ქუთაისის ეროვნული არქივი. საქართველოს ეროვნული არქივი დღეს არამხოლოდ ისტორიის საცავი, არამედ მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც სხვადასხვა კვლევები ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0