საქართველომ გამჭვირვალობის მსოფლიო რეიტინგში პოზიციები გაიმყარა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2026
გამოწერა
მისი თქმით, ასეთი შედეგები განპირობებულია ძლიერი სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტებით, ასევე ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკით.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველო ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის და ამასთან, ბევრი საერთაშორისო მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე წევრ-სახელმწიფოს, რაც ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის ეფექტიანობაზე მეტყველებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ჩენდლერის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის მიერ მომზადებული „სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის ინდექსი – 2026“-ის მიხედვით, გამჭვირვალობის რეიტინგით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. კვლევის თანახმად, გამჭვირვალობის მაჩვენებლით ქვეყანა ევროპის საუკეთესო ათეულში შევიდა და გაუსწრო ევროკავშირის, ნატოსა და „დიდი შვიდეულის“ (G7) რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთსა და იაპონიას.
„ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო აბსოლუტური ლიდერია, პირველ რიგში, კანდიდატ ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ მრავალ საერთაშორისო რეიტინგში ჩვენ ევროკავშირის არაერთ წევრ-ქვეყანას ვუსწრებთ“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ასეთი შედეგები განპირობებულია ძლიერი სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტებით, ასევე ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკით. სწორედ ამის წყალობით აჩვენებს საქართველო ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში, დასძინა კობახიძემ.
„ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით სწორი პოლიტიკა ტარდება. ქვეყანაში მოქმედებს ძლიერი სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტები, ასევე ხორციელდება ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა“, — განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კობახიძემ საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მაღალი პოზიციები იმ ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს დაუკავშირა, რომლებიც სახელმწიფო მართვისა და ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ასპექტს აანალიზებენ.
„რა თქმა უნდა, სწორედ ამით აიხსნება საქართველოს მაღალი პოზიციები იმ რეიტინგებსა და ინდექსებში, რომლებსაც მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ“, — განმარტა პრემიერმა.
გამჭვირვალობის ინდექსი ფორმირდება საერთაშორისო კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, მათ შორის TRACE International-ისა და „საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობის“ (International Budget Partnership) მასალების საფუძველზე.
შეფასების ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესის ღიაობა, კანონმდებლობისა და სახელმწიფო მონაცემების ხელმისაწვდომობა.
მაღალი შეფასებისთვის დამატებითი ფაქტორი გახდა საქართველოს შედეგები ბიუჯეტის ღიაობის ინდექსში: International Budget Partnership-ის მონაცემებით, ქვეყანა 2023 წლის შემდეგ ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილს ინარჩუნებს.
ამასთან, სახელმწიფო მართვის ხარისხის საერთო რეიტინგში - Chandler Good Government Index 2026, საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის 43-ე ადგილს იკავებს. ყველაზე მაღალ პოზიციებს ქვეყანა სწორედ გამჭვირვალობის კომპონენტში აჩვენებს, სადაც მე-14 ადგილზე იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0