მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: ევროპელები ჯერ კიდევ არ არიან მზად უკრაინის საკითხში შუამავლობისთვის

ნატოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2026
გამოწერა
როგორც კრემლში განაცხადეს, შუამავლობის მცდელობების დაწყება რუსეთის მისამართით რაიმე პირობების წაყენებით ალოგიკური, არასწორი და მიუღებელია მოსკოვისთვის.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ევროპელები ჯერ კიდევ შორს არიან რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის მზადყოფნისგან, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„რაც შეეხება ევროპელების შუამავლის როლს, ისინი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით შორს არიან შუამავლობისთვის მზადყოფნისგან“, — განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, შუამავლობის მცდელობების დაწყება რუსეთის მისამართით რაიმე პირობების წაყენებით ალოგიკური, არასწორი და მიუღებელია მოსკოვისთვის.
გარდა ამისა, პესკოვის თქმით, ევროკავშირში ამ ეტაპზე უფრო მეტად ომის გაგრძელებაზე არიან კონცენტრირებული და არა უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
როგორც ადრე კრემლში განაცხადეს, ევროკავშირი კონფლიქტის მხარეა და მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებებში შუამავლის როლში ვერ გამოვა.
ამასთან, პესკოვმა პოზიტიური უწოდა თავად იმ ფაქტს, რომ ევროპა ეძებს მას, ვინც შეძლებს რუსეთთან დიალოგის დაწყებას.
მანამდე რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა ერთი პირობით: მომლაპარაკებელი უნდა იყოს ევროპელი ლიდერი, რომელსაც რუსეთის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებია.
აღნიშნული განცხადება ევროპაში მწვავე განხილვების მიზეზი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0