https://sputnik-georgia.com/20260609/parlamentma-vazisa-da-gvinis-shesaxeb-kanonshi-cvlilebebi-daamtkica-299068164.html
პარლამენტმა “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
Sputnik საქართველო
კანონპროექტით სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება. 09.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-09T20:56+0400
2026-06-09T20:56+0400
2026-06-09T20:56+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/12/249736958_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_7b7d43c08a1b2187574f1df67f760a33.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ბაზარზე მცირე მარნების სტატუსის ცვლილებას, პროდუქციის მარკირებას და ვენახების გაშენების წესს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდებული საკანონმდებლო ინიციატივა კანონმდებლებმა - 75 ხმით - 1-ის წინააღმდეგ - დაამტკიცეს.ცვლილებების თანახმად, „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია იცვლება და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 ათასი ლიტრიდან 25 ათას ლიტრამდე მცირდება. ამასთან, ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით - „ბუნებრივი ღვინო“, რომელიც ითვალისწინებს პროდუქციის წარმოებას სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე.კანონპროექტით სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება. ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდებას ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს.ტერმინი „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“ განისაზღვრება, როგორც ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის – QR კოდის დატანა.გარდა ამისა, როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინისა“, სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება.ეს მოთხოვნა არ გავრცელდება იმ ბუნებრივ ღვინოზე, რომელიც მცირე ზომის მარანში იქნება წარმოებული.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა გამოსცეს ბრძანება – „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უზრუნველყოს.გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1-ელ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/12/249736958_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_1b50d55c85e714f35e1781522f6ed294.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
პარლამენტმა “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
კანონპროექტით სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ბაზარზე მცირე მარნების სტატუსის ცვლილებას, პროდუქციის მარკირებას და ვენახების გაშენების წესს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდებული საკანონმდებლო ინიციატივა კანონმდებლებმა - 75 ხმით - 1-ის წინააღმდეგ - დაამტკიცეს.
ცვლილებების თანახმად, „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია იცვლება და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 ათასი ლიტრიდან 25 ათას ლიტრამდე მცირდება. ამასთან, ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით - „ბუნებრივი ღვინო“, რომელიც ითვალისწინებს პროდუქციის წარმოებას სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე.
კანონპროექტით სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება. ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდებას ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს.
ტერმინი „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“ განისაზღვრება, როგორც ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის – QR კოდის დატანა.
გარდა ამისა, როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინისა“, სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება.
ეს მოთხოვნა არ გავრცელდება იმ ბუნებრივ ღვინოზე, რომელიც მცირე ზომის მარანში იქნება წარმოებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა გამოსცეს ბრძანება – „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უზრუნველყოს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1-ელ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა.