https://sputnik-georgia.com/20260609/miroshniki-ukrainas-mshvidobian-mosaxleobaze-tavdasxmashi-adanashaulebs-299067881.html
მიროშნიკი: რუსეთი უკრაინას მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ესკალაციაში ადანაშაულებს
მიროშნიკი: რუსეთი უკრაინას მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ესკალაციაში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
დიპლომატის მონაცემებით, 1-7ივნისის პერიოდში უკრაინული სამხედრო ძალების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად 277 რუსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, რომელთაგან 43... 09.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-09T20:19+0400
2026-06-09T20:19+0400
2026-06-09T20:19+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1d/291929511_0:0:2920:1643_1920x0_80_0_0_4d9f20c9992bfb1f75cfb01314c91776.jpg
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. კიევის რეჟიმმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმების ესკალაციის ახალ პიკს მიაღწია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა.დიპლომატის მონაცემებით, 1-7ივნისის პერიოდში უკრაინული სამხედრო ძალების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად 277 რუსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, რომელთაგან 43 დაიღუპა.ამ პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 4.743 საბრძოლო მასალა გაისროლეს.აღნიშნულია, რომ შედეგების მიხედვით ყველაზე მძიმე გახდა მიზანმიმართული დარტყმა მოსკოვი-სიმფეროპოლის სამარშრუტო ავტობუსზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რის გამოც რვა ადამიანი დაიღუპა.ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინელი მებრძოლები, დრონების გამოყენებით, ცდილობდნენ სატრანსპორტო მიმოსვლის ბლოკირებას ყირიმის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მაგისტრალებზე.მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაზარალებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ბელგოროდის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ბრიანსკის ოლქებში ფიქსირდება.საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დანაყოფები მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. მისი თქმით, ეს ქმედებები ადასტურებს კიევის რეჟიმის სურვილს, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას და რიგი რეგიონებისთვის აუტანელი საცხოვრებელი პირობები შექმნას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1d/291929511_95:0:2826:2048_1920x0_80_0_0_a45c3b2d7bf9b1de737a9200d82d6794.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
მიროშნიკი: რუსეთი უკრაინას მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ესკალაციაში ადანაშაულებს
დიპლომატის მონაცემებით, 1-7ივნისის პერიოდში უკრაინული სამხედრო ძალების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად 277 რუსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, რომელთაგან 43 დაიღუპა
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. კიევის რეჟიმმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმების ესკალაციის ახალ პიკს მიაღწია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა.
დიპლომატის მონაცემებით, 1-7ივნისის პერიოდში უკრაინული სამხედრო ძალების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად 277 რუსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, რომელთაგან 43 დაიღუპა.
„გასულ კვირას ყოველდღიური დაბომბვების საშუალო რაოდენობამ 677 ერთეულს მიაღწია“, – აღნიშნულია მიროშნიკის ყოველკვირეულ მოხსენებაში.
ამ პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 4.743 საბრძოლო მასალა გაისროლეს.
აღნიშნულია, რომ შედეგების მიხედვით ყველაზე მძიმე გახდა მიზანმიმართული დარტყმა მოსკოვი-სიმფეროპოლის სამარშრუტო ავტობუსზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რის გამოც რვა ადამიანი დაიღუპა.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინელი მებრძოლები, დრონების გამოყენებით, ცდილობდნენ სატრანსპორტო მიმოსვლის ბლოკირებას ყირიმის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მაგისტრალებზე.
მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაზარალებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ბელგოროდის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ბრიანსკის ოლქებში ფიქსირდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დანაყოფები მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. მისი თქმით, ეს ქმედებები ადასტურებს კიევის რეჟიმის სურვილს, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას და რიგი რეგიონებისთვის აუტანელი საცხოვრებელი პირობები შექმნას.