https://sputnik-georgia.com/20260609/britanetis-sabcho-saqartveloshi-axal-sagranto-programas-iwkebs-299069322.html
„ბრიტანეთის საბჭო" ქართული უნივერსიტეტებისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს
„ბრიტანეთის საბჭო" ქართული უნივერსიტეტებისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს
Sputnik საქართველო
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 31 პროექტი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 25 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს - პროექტი 15 მონაწილე ქვეყანაში, მათ შორის... 09.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-09T21:37+0400
2026-06-09T21:37+0400
2026-06-09T21:40+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267681464_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_bdb69c5855342492e809f90b4553b21c.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ბრიტანეთის საბჭო (British Council) უმაღლესი განათლების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად საგრანტო პროგრამას ახორციელებს, იუწყება გამოცემა BMG.პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 31 პროექტი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 25 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს - პროექტი 15 მონაწილე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში განხორციელდება.საგრანტო პროგრამა Going Global Partnerships TNE Exploratory Grants განკუთვნილია გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. მისი მიზანია ერთობლივი პროექტების შემუშავება, რომლებიც ხელს გაერთიანებული სამეფოს ტრანსნაციონალური განათლების (TNE) ხარისხის ამაღლებას უფრო ინკლუზიური გზით შეუწყობს.დაფინანსების მისაღებად წარდგენილი პროექტები უნდა პასუხობდეს შემდეგი მიმართულებებიდან ერთს ან რამდენიმეს:საპროექტო განაცხადებში გათვალისწინებული უნდა იყოს თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიურობის პრინციპები, განსაკუთრებული ყურადღება კი ქალთა და გოგონათა ჩართულობას დაეთმობა. ამასთან, ინიციატივამ გავლენაუნდა მოახდინოს სამი დონიდან (ინსტიტუციური, სტუდენტური ან სისტემური) მინიმუმ ერთ-ერთზე.წარდგენილი შემოთავაზებები ერთობლივად უნდა შემუშავდეს პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლების მიერ, ხოლო უშუალოდ განაცხადის წარდგენა გაერთიანებული სამეფოს საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან უნდა მოხდეს.Going Global Partnerships TNE Exploratory Grants" წარმოადგენს ბრიტანეთის საბჭოს „ტრანსნაციონალური განათლების სტრატეგიის" (Transnational Education Strategy) ნაწილს, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში ამოქმედდა და მიზნად ისახავს სტუდენტზე ორიენტირებული და ინკლუზიური ბრიტანული განათლების განვითარებას მსოფლიო მასშტაბით.პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 6 ივლისამდე. შესაბამისობის კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. ურთიერთობების გაუარესების მთავარი საგარეო ნიშანი გახდა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“. ეს ფორმატი 2014 წლიდან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთავარ პლატფორმას წარმოადგენდა და მისი გაყინვა 10 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ამასთან, ბრიტანულმა მხარემ გააუქმა თავდაცვის შტაბების შეხვედრები და შეაჩერა კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა.საქართველო და დიდი ბრიტანეთიჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267681464_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ddbf836aeaa795b4e9be37abddffad4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
„ბრიტანეთის საბჭო" ქართული უნივერსიტეტებისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს
21:37 09.06.2026 (განახლებულია: 21:40 09.06.2026) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 31 პროექტი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 25 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს - პროექტი 15 მონაწილე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში განხორციელდება.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ბრიტანეთის საბჭო (British Council) უმაღლესი განათლების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად საგრანტო პროგრამას ახორციელებს, იუწყება გამოცემა
BMG.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 31 პროექტი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 25 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს - პროექტი 15 მონაწილე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში განხორციელდება.
საგრანტო პროგრამა Going Global Partnerships TNE Exploratory Grants განკუთვნილია გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. მისი მიზანია ერთობლივი პროექტების შემუშავება, რომლებიც ხელს გაერთიანებული სამეფოს ტრანსნაციონალური განათლების (TNE) ხარისხის ამაღლებას უფრო ინკლუზიური გზით შეუწყობს.
დაფინანსების მისაღებად წარდგენილი პროექტები უნდა პასუხობდეს შემდეგი მიმართულებებიდან ერთს ან რამდენიმეს:
გაერთიანებული სამეფოს ტრანსნაციონალური განათლებისა (TNE) და მისი გავლენის შესახებ მონაცემებისა და ანალიტიკის გაუმჯობესება;
ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და პარტნიორ ქვეყნებში TNE-ის ზრდის მხარდაჭერა;
ტრანსნაციონალური განათლების ტრანსფორმაციული ძალისა და მდგრადი განვითარების მიზნებში (SDGs) შეტანილი წვლილის ჩვენება.
საპროექტო განაცხადებში გათვალისწინებული უნდა იყოს თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიურობის პრინციპები, განსაკუთრებული ყურადღება კი ქალთა და გოგონათა ჩართულობას დაეთმობა. ამასთან, ინიციატივამ გავლენაუნდა მოახდინოს სამი დონიდან (ინსტიტუციური, სტუდენტური ან სისტემური) მინიმუმ ერთ-ერთზე.
წარდგენილი შემოთავაზებები ერთობლივად უნდა შემუშავდეს პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლების მიერ, ხოლო უშუალოდ განაცხადის წარდგენა გაერთიანებული სამეფოს საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან უნდა მოხდეს.
Going Global Partnerships TNE Exploratory Grants" წარმოადგენს ბრიტანეთის საბჭოს „ტრანსნაციონალური განათლების სტრატეგიის" (Transnational Education Strategy) ნაწილს, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში ამოქმედდა და მიზნად ისახავს სტუდენტზე ორიენტირებული და ინკლუზიური ბრიტანული განათლების განვითარებას მსოფლიო მასშტაბით.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 6 ივლისამდე. შესაბამისობის კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. ურთიერთობების გაუარესების მთავარი საგარეო ნიშანი გახდა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“. ეს ფორმატი 2014 წლიდან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთავარ პლატფორმას წარმოადგენდა და მისი გაყინვა 10 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ამასთან, ბრიტანულმა მხარემ გააუქმა თავდაცვის შტაბების შეხვედრები და შეაჩერა კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.