https://sputnik-georgia.com/20260609/--------299069583.html
რაგბი: „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს შეხვდება
რაგბი: „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს შეხვდება
Sputnik საქართველო
„ტოიოტა ჩელენჯის“ 2026 წლის პირველ ტურში „შავმა ლომმა“ „აირლინკ პუმასი“ ანგარიშით 46:36 დაამარცხა, მესამე მატჩს კი 14 ივნისს „ტოიოტა ჩიტასის“ წინააღმდეგ... 09.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-09T21:54+0400
2026-06-09T21:54+0400
2026-06-09T21:54+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1d/290110418_0:55:1289:780_1920x0_80_0_0_8ca59a891ce85ae452af9b9cd84246e7.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის, „ტოიოტა ჩელენჯის“ (Toyota Challenge) მეორე ტურში მასპინძელთა მოქმედ ჩემპიონს, „სუზუკი გრიქასს“ (Suzuki Griquas) დაუპირისპირდება, იუწყება პირველი არხი.მატჩი „ტოიოტა სთედიუმზე“ 10 ივნისს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.„სუზუკი გრიქასთან“ მატჩისთვის „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა. გასული მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ მერლს პიტერსმა, ლაშა ციხისთავმა და გიორგი სინაურიძემ შეინარჩუნეს.„შავი ლომის“ 23-კაციან განაცხადში რამდენიმე დებიუტანტია – ბაჩანა მონიავა, შოთა ხელაძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, მიხეილ ყაჩლავაშვილი და გიორგი ფრუიძე.„შავი ლომის“ შემადგენლობა:„ტოიოტა ჩელენჯის“ 2026 წლის პირველ ტურში (5 ივნისს) „შავმა ლომმა“ „აირლინკ პუმასი“ ანგარიშით 46:36 დაამარცხა, „გრიქასმა“ კი რუმინეთის A ნაკრებს ანგარიშით 35:20 სძლია.„შავი ლომი" მესამე მატჩს 14 ივნისს „ტოიოტა ჩიტასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.ტურნირის მეორე ეტაპი 2026 წლის შემოდგომაზე (ოქტომბერში) თბილისში გაიმართება, სადაც „შავი ლომი“ სამხრეთაფრიკულ გუნდებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
საქართველო
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1d/290110418_0:0:1289:967_1920x0_80_0_0_58a512382653c23bcdea4b99498b49b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ახალი ამბები
რაგბი: „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს შეხვდება
„ტოიოტა ჩელენჯის“ 2026 წლის პირველ ტურში „შავმა ლომმა“ „აირლინკ პუმასი“ ანგარიშით 46:36 დაამარცხა, მესამე მატჩს კი 14 ივნისს „ტოიოტა ჩიტასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის, „ტოიოტა ჩელენჯის“ (Toyota Challenge) მეორე ტურში მასპინძელთა მოქმედ ჩემპიონს, „სუზუკი გრიქასს“ (Suzuki Griquas) დაუპირისპირდება, იუწყება პირველი არხი.
მატჩი „ტოიოტა სთედიუმზე“ 10 ივნისს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
„სუზუკი გრიქასთან“ მატჩისთვის „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა. გასული მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ მერლს პიტერსმა, ლაშა ციხისთავმა და გიორგი სინაურიძემ შეინარჩუნეს.
„შავი ლომის“ 23-კაციან განაცხადში რამდენიმე დებიუტანტია – ბაჩანა მონიავა, შოთა ხელაძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, მიხეილ ყაჩლავაშვილი და გიორგი ფრუიძე.
„შავი ლომის“ შემადგენლობა:
ხაზი: 15. სანდრო თოდუა, 14. შალვა აფციაური, 13. ბაჩანა მონიავა, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. გიგა კობახიძე, 2. თამაზ ჭამიაშვილი, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. გუგა ღანიაშვილი, 5. გიორგი ნიკოლაძე, 6. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.
სათადარიგოები: 16. შოთა ხელაძე, 17. ბაჩუკი ბარათაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი, 22. გიორგი ფრუიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.
„ტოიოტა ჩელენჯის“ 2026 წლის პირველ ტურში (5 ივნისს) „შავმა ლომმა“ „აირლინკ პუმასი“ ანგარიშით 46:36 დაამარცხა, „გრიქასმა“ კი რუმინეთის A ნაკრებს ანგარიშით 35:20 სძლია.
„შავი ლომი" მესამე მატჩს 14 ივნისს „ტოიოტა ჩიტასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
ტურნირის მეორე ეტაპი 2026 წლის შემოდგომაზე (ოქტომბერში) თბილისში გაიმართება, სადაც „შავი ლომი“ სამხრეთაფრიკულ გუნდებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.