https://sputnik-georgia.com/20260608/wilosani-kanadis-parlamentis-tavmjdomares-shexvda-299043552.html
ორმხრივი კავშირები და გეოპოლიტიკა: ქართული დელეგაცია კანადის პარლამენტის სპიკერს შეხვდა
ორმხრივი კავშირები და გეოპოლიტიკა: ქართული დელეგაცია კანადის პარლამენტის სპიკერს შეხვდა
Sputnik საქართველო
ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება 08.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-08T13:28+0400
2026-06-08T13:28+0400
2026-06-08T13:28+0400
საქართველო
კანადა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/10/265255990_0:217:3024:1918_1920x0_80_0_0_b906e4982ea56048fd4d433ca5d1b484.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და კანადას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და კავშირების განმტკიცების პროცესში საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვანი როლი მიმოიხილეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა და კანადის პარლამენტის თავმჯდომარე ფრენსის სკარპალეჯამ კანადაში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.1-ელ ივნისს, ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადას ეწვია, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო დელეგაციას კანადაში ვიცე-სპიკერი, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და ზოგადად მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ კანადის თემთა პალატასა და საქართველოს პარლამენტს შორის რეგულარული პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებაზე, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნების პოზიციები უფრო კოორდინირებული იყოს.პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კანადის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს, ხელი შეუწყონ ორმხრივ ვიზიტებს და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. კანადაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ქვეყნის პარლამენტსა და სენატში უკვე გამართა რიგი მაღალი დონის შეხვედრები.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია. საქართველომ და კანადამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. 2011 წელს ოტავაში საქართველოს საელჩო გაიხსნა. საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროსა და ეუთოს ფარგლებში. ოტავა მხარს უჭერს თბილისის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2009 წლიდან ქვეყნები რეგულარულად მართავენ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებს.
საქართველო
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/10/265255990_265:0:2996:2048_1920x0_80_0_0_6e8ffe94fa3de5c764dd54b8a1ed9154.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანადა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, კანადა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
ორმხრივი კავშირები და გეოპოლიტიკა: ქართული დელეგაცია კანადის პარლამენტის სპიკერს შეხვდა
ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და კანადას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და კავშირების განმტკიცების პროცესში საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვანი როლი მიმოიხილეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა და კანადის პარლამენტის თავმჯდომარე ფრენსის სკარპალეჯამ კანადაში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1-ელ ივნისს, ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადას ეწვია, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო დელეგაციას კანადაში ვიცე-სპიკერი, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და ზოგადად მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.
„კანადის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც საქართველოს როგორც ევროკავშირისთვის, ისე მთლიანად დასავლური სამყაროსთვის აქვს. კანადის მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი გამოიკვეთა. იმედია, ეს ინტერესი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა წილოსანმა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ კანადის თემთა პალატასა და საქართველოს პარლამენტს შორის რეგულარული პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებაზე, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნების პოზიციები უფრო კოორდინირებული იყოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კანადის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს, ხელი შეუწყონ ორმხრივ ვიზიტებს და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
კანადაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ქვეყნის პარლამენტსა და სენატში უკვე გამართა რიგი მაღალი დონის შეხვედრები.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.
საქართველომ და კანადამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. 2011 წელს ოტავაში საქართველოს საელჩო გაიხსნა.
საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროსა და ეუთოს ფარგლებში. ოტავა მხარს უჭერს თბილისის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2009 წლიდან ქვეყნები რეგულარულად მართავენ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებს.