უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა- რამდენი ფაქტი გამოვლინდა მაისში

გამოწერა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 45 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის მასშტაბით ჯამში ამოღებულია ჯამში ამოღებულია 45 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე - საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლენია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ყველაზე მეტი - 18 ფაქტი დაფიქსირდა ქვემო ქართლში. შემდეგ მოდის გურია - 7, იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი - 5-5 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4-4 შემთხვევა. ყველაზე მცირე შემთხვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში - თითო-თითო შემთხვევა.
უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევებიდან 2 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტების პარალელურად, გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 11 ფაქტი, აქედან, 8 შიდა ქართლის, 2 კახეთის და 1 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ხეტყის უკანონო მოპოვების 319 ფაქტი.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0