https://sputnik-georgia.com/20260608/studentebis-sagranto-konkursze-registracia-sruldeba-299042623.html
სტუდენტების საყურადღებოდ! საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
სტუდენტების საყურადღებოდ! საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
Sputnik საქართველო
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ. 08.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-08T12:53+0400
2026-06-08T12:53+0400
2026-06-08T12:53+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22842/89/228428935_0:256:2731:1792_1920x0_80_0_0_58416124b7c5f8817f93f1bf6a781030.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 8 ინვისს სრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 28 მაისს დაიწყო - კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის საბოლოო ეტაპის დასრულება ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო იყო რეგისტრაციის საფასურის (10 ლარი) გადახდა 5 ივნისის 18:00 საათამდე. დღეს კი სტუდენტებმა განაცხადების საბოლოო დადასტურება უნდა მოასწრონ.სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს სტუდენტებს გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადა.უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება ყველა ჩარიცხულისთვის უფასო, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ფასიანი და იქ უკვე წელს ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. 2026 წლამდე ჩარიცხულებისთვის კი, მინისტრის ახალი ბრძანებით, კვლავ დარჩება გრანტების მიღების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა, მანამ ვიდრე ისინი სწავლას არ დაასრულებენ. ამის შემდეგ კი, მიმდინარე კანონმდებლობით, საგრანტო გამოცდები აღარ ჩატარდება.უმაღლესი განათლების რეფორმაუმაღლესი განათლების რეფორმის პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ.სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ. ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოიღეს, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22842/89/228428935_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_50fd94eb3246cb999ad9d1fbc6af0aea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
სტუდენტების საყურადღებოდ! საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 8 ინვისს სრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 28 მაისს დაიწყო - კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის საბოლოო ეტაპის დასრულება ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო იყო რეგისტრაციის საფასურის (10 ლარი) გადახდა 5 ივნისის 18:00 საათამდე. დღეს კი სტუდენტებმა განაცხადების საბოლოო დადასტურება უნდა მოასწრონ.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს სტუდენტებს გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადა.
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება ყველა ჩარიცხულისთვის უფასო, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ფასიანი და იქ უკვე წელს ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. 2026 წლამდე ჩარიცხულებისთვის კი, მინისტრის ახალი ბრძანებით, კვლავ დარჩება გრანტების მიღების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა, მანამ ვიდრე ისინი სწავლას არ დაასრულებენ. ამის შემდეგ კი, მიმდინარე კანონმდებლობით, საგრანტო გამოცდები აღარ ჩატარდება.
უმაღლესი განათლების რეფორმა
უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ. ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოიღეს, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხებოდა.