https://sputnik-georgia.com/20260608/prokuraturam-fulis-gatetrebis-saqme-gaxsna-299049294.html
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების დანაშაული გახსნა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების დანაშაული გახსნა
Sputnik საქართველო
დანაშაული 9- დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 08.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-08T20:28+0400
2026-06-08T20:28+0400
2026-06-08T20:28+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში ბრალდებულმა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიდინა მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაახლოებით 2,3 მლნ დოლარს.ბრალდებული ყაზახეთში უკანონოდ დაეუფლა დაახლოებით 2,3 მლნ დოლარს. თანხის უკანონო წარმომავლობის შესანიღბად და კანონიერი სახის მისაცემად მან პირადად და დაკავშირებული პირების მეშვეობით, საქართველოს ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე, ასევე სამორინეებსა და კაზინოებში ბალანსის შესავსებად განათავსა დანაშაულებრივი გზით მიღებული 1.146,748 დოლარი. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების დანაშაული გახსნა
დანაშაული 9- დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში ბრალდებულმა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიდინა მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაახლოებით 2,3 მლნ დოლარს.
ბრალდებული ყაზახეთში უკანონოდ დაეუფლა დაახლოებით 2,3 მლნ დოლარს. თანხის უკანონო წარმომავლობის შესანიღბად და კანონიერი სახის მისაცემად მან პირადად და დაკავშირებული პირების მეშვეობით, საქართველოს ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე, ასევე სამორინეებსა და კაზინოებში ბალანსის შესავსებად განათავსა დანაშაულებრივი გზით მიღებული 1.146,748 დოლარი.
„უკანონო შემოსავლის ლეგალურ ფინანსურ ბრუნვაში ინტეგრირების მიზნით, ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა შენიღბა, როგორც აზარტული თამაშების შედეგად მიღებული მოგება და თანხის სახეცვლილი ნაწილი, სხვადასხვა ფიქტიური დანიშნულებით, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ არსებულ პირად და დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა“, -აღნიშლია ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.