პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურა იცვლება

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2026
გამოწერა
ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება პარლამენტის პლენარული სხდომის გაგრძელება და სხვა საკითხების განხილვა.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოში პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურის ცვლილება იგეგმება - კანონპროექტის თანახმად, პროცედურა სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლისთანავე დასრულდება.
დღეს მოქმედი რეგლამენტით, პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება პარლამენტის პლენარული სხდომის გაგრძელება და სხვა საკითხების განხილვა.
ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს წარუდგენს, თუმცა, გამოსვლის თარიღი შეიძლება შეიცვალოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
ყველა ახალი ამბავი
0