https://sputnik-georgia.com/20260608/parlamentis-sxdomebze-kenchiskris-procedura-martivdeba-299051301.html
პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა მარტივდება
პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა მარტივდება
Sputnik საქართველო
რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ. 08.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-08T21:29+0400
2026-06-08T21:29+0400
2026-06-08T21:29+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_00500fa95844a2245b1b829818db32ef.jpg
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა კიდევ უფრო მარტივდება. საკანონმდებლო ცვლილებები ძირითად შეეხება საკანონმდებლო პაკეტების მიღების წესს, რომელიც პარლამენტს რამდენიმე კანონპროექტის შემადგენლობით წარედგინება.მოქმედი კანონმდებლობით, საკანონმდებლო პაკეტის როგორც პირველი, ისე მეორე და მესამე მოსმენით მიღების დროს მასში შემავალი თითოეული კანონპროექტი კენჭისყრაზე ცალ-ცალკე დგებოდა.აღნიშნული წესი დაახლოებით ორი წლის წინ შეიცვალა და რეგლამენტის ახალი ნორმა ამოქმედდა, რომლის მიხედვით, საკანონმდებლო პაკეტს პირველი და მეორე მოსმენით მიღების დროს ერთად ეყრება კენჭი და არა ცალ-ცალკე კანონპროექტებს. უფრო კონკრეტულად კი, საკანონმდებლო პაკეტის პირველი ან მეორე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ, პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად იმართება, თუმცა, მოქმედი რეგლამენტით, მესამე - საბოლოო კენჭისყრის დროს პაკეტში არსებული თითოეული კანონპროექტი კენჭისყრაზე ცალ-ცალკე დგება.რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღებაც პირველი და მეორე მოსმენით კენჭისყრის ანალოგიურად - კანონპროექტების ერთიანად მიღებით მოხდება. ამასთან, თუ რომელიმე დეპუტატი მესამე მოსმენისას საკანონმდებლო პაკეტში წარდგენილი პროექტების ცალ-ცალკე კენჭისყრას მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში პროექტებს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით დაგეგმილია კიდევ ერთი ცვლილება. კერძოდ, თუ კანონპროექტი პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის სახით იქნება წარდგენილი, პაკეტში შემავალ კანონპროექტებს ერთი საერთო განმარტებითი ბარათი დაერთვება. დღეს მოქედი წესით კი საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ კანონპროექტს განმარტებითი ბარათი ცალ-ცალკე ერთვის თან.რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e7a83052c1026bade8c288d1409fa881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა მარტივდება
რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ.
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა კიდევ უფრო მარტივდება.
საკანონმდებლო ცვლილებები ძირითად შეეხება საკანონმდებლო პაკეტების მიღების წესს, რომელიც პარლამენტს რამდენიმე კანონპროექტის შემადგენლობით წარედგინება.
მოქმედი კანონმდებლობით, საკანონმდებლო პაკეტის როგორც პირველი, ისე მეორე და მესამე მოსმენით მიღების დროს მასში შემავალი თითოეული კანონპროექტი კენჭისყრაზე ცალ-ცალკე დგებოდა.
აღნიშნული წესი დაახლოებით ორი წლის წინ შეიცვალა და რეგლამენტის ახალი ნორმა ამოქმედდა, რომლის მიხედვით, საკანონმდებლო პაკეტს პირველი და მეორე მოსმენით მიღების დროს ერთად ეყრება კენჭი და არა ცალ-ცალკე კანონპროექტებს. უფრო კონკრეტულად კი, საკანონმდებლო პაკეტის პირველი ან მეორე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ, პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად იმართება, თუმცა, მოქმედი რეგლამენტით, მესამე - საბოლოო კენჭისყრის დროს პაკეტში არსებული თითოეული კანონპროექტი კენჭისყრაზე ცალ-ცალკე დგება.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღებაც პირველი და მეორე მოსმენით კენჭისყრის ანალოგიურად - კანონპროექტების ერთიანად მიღებით მოხდება. ამასთან, თუ რომელიმე დეპუტატი მესამე მოსმენისას საკანონმდებლო პაკეტში წარდგენილი პროექტების ცალ-ცალკე კენჭისყრას მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში პროექტებს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.
საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით დაგეგმილია კიდევ ერთი ცვლილება. კერძოდ, თუ კანონპროექტი პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის სახით იქნება წარდგენილი, პაკეტში შემავალ კანონპროექტებს ერთი საერთო განმარტებითი ბარათი დაერთვება. დღეს მოქედი წესით კი საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ კანონპროექტს განმარტებითი ბარათი ცალ-ცალკე ერთვის თან.
რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.