https://sputnik-georgia.com/20260608/papuashvilma-somex-kolegas-gamarjveba-miuloca-299051470.html
პაპუაშვილმა სომეხ კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
პაპუაშვილმა სომეხ კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
სომხეთში საპარლამენტო არევნები 7 ივნისს გაიმართა. არჩევნებში 18 პოლიტიკური ძალა — 16 პარტია და ორი ბლოკი, მათ შორის ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება"... 08.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-08T22:00+0400
2026-06-08T22:00+0400
2026-06-08T22:00+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496816_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_e8a1e4ba69446c3ef1b49b05c260b569.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.პარლამენტის სპიკერმა მოძმე სომეხ ხალხს წარმატება, მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა უსურვა.მანამდე, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წარმატება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.სომხეთში საპარლამენტო არევნები 7 ივნისს გაიმართა. არჩევნებში 18 პოლიტიკური ძალა — 16 პარტია და ორი ბლოკი, მათ შორის ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება" მონაწილეობდა. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8% იყო.სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49,81% მიიღო, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერზე ნაკლებია. მეორე ადგილზეა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ - 23,81%. მესამე ადგილზე კი ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ალიანსი „სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 9,9% მოიპოვა.სომხეთის ეროვნული კრება (პარლამენტი) სულ მცირე 101 დეპუტატისგან შედგება, რომელთა უფლებამოსილების ვადა ხუთ წელს შეადგენს.არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 58,97% შეადგინა.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496816_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_854e2592de3854a478e1d21a8b2ff76c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პაპუაშვილმა სომეხ კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
სომხეთში საპარლამენტო არევნები 7 ივნისს გაიმართა. არჩევნებში 18 პოლიტიკური ძალა — 16 პარტია და ორი ბლოკი, მათ შორის ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება" მონაწილეობდა.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
პარლამენტის სპიკერმა მოძმე სომეხ ხალხს წარმატება, მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა უსურვა.
„გულწრფელად ვულოცავ ჩემს მეგობარს და სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა დინამიური, მეგობრული და პროდუქტიულია. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ კავშირების განვითარებას ჩვენი მოძმე ერების მომავლის სახელით“, - დაწერა პაპუაშვილმა პლატფორმა X-ზე.
მანამდე, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წარმატება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სომხეთში საპარლამენტო არევნები 7 ივნისს გაიმართა. არჩევნებში 18 პოლიტიკური ძალა — 16 პარტია და ორი ბლოკი, მათ შორის ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება" მონაწილეობდა. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8% იყო.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49,81% მიიღო, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერზე ნაკლებია. მეორე ადგილზეა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ - 23,81%. მესამე ადგილზე კი ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ალიანსი „სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 9,9% მოიპოვა.
სომხეთის ეროვნული კრება (პარლამენტი) სულ მცირე 101 დეპუტატისგან შედგება, რომელთა უფლებამოსილების ვადა ხუთ წელს შეადგენს.
არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 58,97% შეადგინა.