https://sputnik-georgia.com/20260608/kobaxidze-m-pashinians-archevnebshi-gamarjveba-miuloca-299043311.html
კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატება მიულოცა
კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატება მიულოცა
Sputnik საქართველო
არჩევნებში 18 პოლიტიკური ძალა — 16 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა 08.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-08T12:00+0400
2026-06-08T12:00+0400
2026-06-08T12:00+0400
საქართველო
სომხეთი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/14/292610125_0:10:1600:910_1920x0_80_0_0_c062bf60a46126ff27c2bfdfddad92eb.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წარმატება მიულოცა.სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49,81% მიიღო, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერზე ნაკლებია.ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით მეორე ადგილზეა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ - 23,29%. მესამე ადგილზე კი ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ალიანსი „სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 9,94% მოიპოვა.სომხეთის ეროვნული კრება (პარლამენტი) სულ მცირე 101 დეპუტატისგან შედგება, რომელთა უფლებამოსილების ვადა ხუთ წელს შეადგენს. არჩევნებში 18 პოლიტიკური ძალა — 16 პარტია და ორი ბლოკი, მათ შორის ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება" მონაწილეობდა. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8% იყო.ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანას 2018 წლიდან მართავს და ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს.არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 58,97% შეადგინა.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/14/292610125_81:0:1489:1056_1920x0_80_0_0_75c2950781d6dbbdc2fbc768d0d4b661.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატება მიულოცა
არჩევნებში 18 პოლიტიკური ძალა — 16 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წარმატება მიულოცა.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49,81% მიიღო, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერზე ნაკლებია.
„გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – დაწერა კობახიძემ პლატფორმა X-ზე.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით მეორე ადგილზეა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ - 23,29%. მესამე ადგილზე კი ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ალიანსი „სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 9,94% მოიპოვა.
სომხეთის ეროვნული კრება (პარლამენტი) სულ მცირე 101 დეპუტატისგან შედგება, რომელთა უფლებამოსილების ვადა ხუთ წელს შეადგენს. არჩევნებში 18 პოლიტიკური ძალა — 16 პარტია და ორი ბლოკი, მათ შორის ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება" მონაწილეობდა. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8% იყო.
ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანას 2018 წლიდან მართავს და ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს.
არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 58,97% შეადგინა.