უახლოეს დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი

© photo: Sputnikწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2026
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში 9-11 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27-29 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9-10 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალიდნელი, ხოლო 11 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 25,-27 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9-10 ივნისს სითბოს ფონზე ცალკეულ, ხოლო 11 ივნისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 28,-30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 26,-28 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 21,-23 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 28, -30 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27,-29 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 25, -27 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17, -19 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0