ერთა ლიგა: უკრაინა საქართველოს ნაკრებს პოლონეთში აღარ უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2026
გამოწერა
ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოსა და უკრაინასთან ერთად უნგრეთი და ჩრდილოეთ ირლანდია ასპარეზობენ
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მატჩში უკრაინის ეროვნული ნაკრები საქართველოს პოლონეთში, კერძოდ კრაკოვში, აღარ უმასპინძლებს, იუწყება პირველი არხი პოლონური გამოცემა Meczyki-ზე დაყრდნობით.
პოლონური მედიის ცნობით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავდა მატჩის ჩატარებას კრაკოვის „ვისლას“ სტადიონზე (ჰენრიკ რეიმანის სახელობის არენა), თუმცა მხარეები ორგანიზაციული პრობლემებისა და მოედნის საფარის ცუდი მდგომარეობის გამო ვერ შეთანხმდნენ.
ვინაიდან უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე საერთაშორისო მატჩები კვლავ ვერ ტარდება, ნეიტრალური მასპინძელი ქალაქი და სტადიონი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
საქართველოს ნაკრები უკრაინას ჯერ თბილისში - 2026 წლის 28 სექტემბერს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო გასვლით მატჩს 17 ნოემბერს გამართავს. მანამდე კი უკრაინის ნაკრები ტურნირის პირველ საშინაო მატჩს 2 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, კერძოდ, B2 ჯგუფში უკრაინასთან, უნგრეთთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად ასპარეზებს. ეს არის ზედიზედ მეორე შემთხვევა, როდესაც ეროვნული გუნდი ამ დონეზე ითამაშებს, რაც ევროპის წამყვან გუნდებთან დაპირისპირების შესაძლებლობას იძლევა.
ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დასრულდა, E ჯგუფში სამი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე, სექტემბერში ბულგარეთის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0