https://sputnik-georgia.com/20260607/tbilisis-uzravi-qonebis-bazari-monacemebi-ganaxlda-299030325.html
თბილისის უძრავი ქონების ბაზარი - მონაცემები განახლდა
თბილისის უძრავი ქონების ბაზარი - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 2.945 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.069 დოლარი. 07.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-07T09:55+0400
2026-06-07T09:55+0400
2026-06-07T09:55+0400
საქართველო
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_7eb28337cca430815fdd7bbdec40e1c7.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. 2026 წლის აპრილში თბილისის როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე ბინებზე მოთხოვნა მაღალი დარჩა - სულ გაიყიდა 3,6 ათასი ბინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.ანალიტიკოსების ინფორმაციით, მეორად ბაზარზე გაყიდვები 17,2%-ით, პირველად ბაზარზე ლო 4,6%-ით გაიზარდა.2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტემპი შენელდა, წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა და 1,408 დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 1,371 დოლარი შეადგინა.ანალიტიკოსების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობამ 14,5 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,2%-ით მეტია. ამასთან, ბაზრის მოცულობა 22,4%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ დოლარი შეადგინა.საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაშლიჯვრის რაიონებში.კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 2.945 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.069 დოლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2c8a4032dc0e9f5a076f220365ea87f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისის უძრავი ქონების ბაზარი - მონაცემები განახლდა
კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 2.945 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.069 დოლარი.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. 2026 წლის აპრილში თბილისის როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე ბინებზე მოთხოვნა მაღალი დარჩა - სულ გაიყიდა 3,6 ათასი ბინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
ანალიტიკოსების
ინფორმაციით, მეორად ბაზარზე გაყიდვები 17,2%-ით, პირველად ბაზარზე ლო 4,6%-ით გაიზარდა.
2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტემპი შენელდა, წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა და 1,408 დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 1,371 დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობამ 14,5 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,2%-ით მეტია. ამასთან, ბაზრის მოცულობა 22,4%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაშლიჯვრის რაიონებში.
კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 2.945 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.069 დოლარი.