სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 58%-ს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Юрий Кочетков / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები სომხეთში
არჩევნები სომხეთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2026
გამოწერა
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად 18 პოლიტიკური ძალა: 16 პარტია და ორი ბლოკი იბრძოდა
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 58,97% შეადგინა, იუწყება სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არ გახსნილა, თუმცა საზღვარგარეთ მივლინებაში მყოფ დიპლომატებსა და სამხედროებს ონლაინ ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდათ.
არჩევნები რამდენიმე პოლიტიკოსის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის ფონზე ჩატარდა. ამასთან, რიგმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთიდან ჩასულ სომხეთის მოქალაქეებს პირდაპირ საზღვარზე სამხედრო კომისარიატის უწყებებს გადასცემდნენ, მათ შორის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად.
არჩევნებში 16 პარტია და ორი პოლიტიკური ალიანსი მონაწილეობდა. ხმები ჯერ კიდევ არ არის დათვლილი, თუმცა, როგორც РИА Новости დასავლელ სოციოლოგებზე დაყრდნობით იუწყება, პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ (რომელშიც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შედის) მხარს უჭერდა ამომრჩეველთა 37%-ზე ნაკლები.
ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში, შესაძლოა, ხმების დაახლოებით 49% მიიღონ: „ძლიერი სომხეთი“ – 26%, ბლოკი „სომხეთი“ – 12%, „აყვავავებული სომხეთი“ – 6%, „ერთიანობის ფრთა“ – 5%. პროგნოზის თანახმად, დანარჩენი პარტიები 4%-იან მინიმალურ ბარიერს ვერ გადალახავენ. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8% იყო.
ყველა ახალი ამბავი
0