https://sputnik-georgia.com/20260607/shio-mesame-diushenit-daavadebul-bavshvebs-dalocavs-299035122.html
დიუშენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს დღეს სამების ტაძარში პატრიარქი დალოცავს
დიუშენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს დღეს სამების ტაძარში პატრიარქი დალოცავს
Sputnik საქართველო
დღეს დიუშენით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები „მადლობის მარშს“ გამართავენ 07.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-07T13:51+0400
2026-06-07T13:51+0400
2026-06-07T14:02+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:220:2048:1372_1920x0_80_0_0_e988551a9e358304717344b6e01b5fe1.jpg
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს შეხვდება და დალოცავს, ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ავრცელებს.თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ყოველდღე საპროტესტო აქციებს მართავდნენ და საქართველოში საჭირო მედიკამენტების შემოტანას ითხოვდნენ, რომლებსაც დაავადების პროგრესირების შენელება შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტრო მზად იყო შეეძინა პრეპარატი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მისი დამტკიცების შემდეგ, ამიტომ პროცესი გაჭიანურდა.გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივნისს, 18:00 საათზე, მეტროს სადგურ „რუსთაველიდან" მთავრობის ადმინისტრაციამდე გაიმართება დიუშენის სამადლობელო მარში - აღნიშნული აქციით მშობლები და ბავშვები მადლობას გადაუხდიან საზოგადოებასა და ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია მათი სამკურნალო მედიკამენტების მიღების პროცესში.მშობლების განცხადებით, მათი მრავალთვიანი ერთობლივი ბრძოლის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში დიუშენის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების შემოტანაზე. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ორი მედიკამენტის შემოტანისა და დაფინანსების შესახებ - ამ მედიკამენტებიდან ერთ-ერთი განკუთვნილია დიუშენით დაავადებული ყველა პაციენტისთვის. რაც შეეხება დანარჩენ სამკურნალო პრეპარატებს, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება აქტიური მუშაობა მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.3 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს სახელმწიფოსგან მედიკამენტები გადაეცემათ. კონკრეტული პრეპარატები უკვე შერჩეულია. გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ზედიზედ ორი შეხვედრის შემდეგ მიიღეს.შეხვედრების ფარგლებში გადაწყდა ისიც, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სპეციალისტების, ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლებისგან დაკომპლექტდა, ერთობლივი მუშაობით ფარმაცევტულ კომპანიებთან კონკრეტული 2 მედიკამენტის შეძენაზე მუშაობენ. 4 მედიკამენტიდან 2 პრეპარატს დიუშენით დაავადებული პაციენტები დაახლოებით 2 თვეში მიიღებენ.დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:28:2048:1564_1920x0_80_0_0_1cf9fe5429ce0b961c5ba9b3e9c1d116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
დიუშენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს დღეს სამების ტაძარში პატრიარქი დალოცავს
13:51 07.06.2026 (განახლებულია: 14:02 07.06.2026) დღეს დიუშენით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები „მადლობის მარშს“ გამართავენ
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს შეხვდება და დალოცავს, ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ავრცელებს.
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ყოველდღე საპროტესტო აქციებს მართავდნენ და საქართველოში საჭირო მედიკამენტების შემოტანას ითხოვდნენ, რომლებსაც დაავადების პროგრესირების შენელება შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტრო მზად იყო შეეძინა პრეპარატი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მისი დამტკიცების შემდეგ, ამიტომ პროცესი გაჭიანურდა.
„მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს და უწმინდესსა და უნეტარესს, რომელიც დღეს დალოცავს ჩვენ ბავშვებს, აზიარებს. გადაწყვეტილება უკვე გამოცხადდა, ორი წამალი შემოვა, დანარჩენ ორ წამალზე მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა კახა წიქარიშვილმა.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივნისს, 18:00 საათზე, მეტროს სადგურ „რუსთაველიდან" მთავრობის ადმინისტრაციამდე გაიმართება დიუშენის სამადლობელო მარში - აღნიშნული აქციით მშობლები და ბავშვები მადლობას გადაუხდიან საზოგადოებასა და ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია მათი სამკურნალო მედიკამენტების მიღების პროცესში.
მშობლების განცხადებით, მათი მრავალთვიანი ერთობლივი ბრძოლის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში დიუშენის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების შემოტანაზე. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ორი მედიკამენტის შემოტანისა და დაფინანსების შესახებ - ამ მედიკამენტებიდან ერთ-ერთი განკუთვნილია დიუშენით დაავადებული ყველა პაციენტისთვის. რაც შეეხება დანარჩენ სამკურნალო პრეპარატებს, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება აქტიური მუშაობა მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
3 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს სახელმწიფოსგან მედიკამენტები გადაეცემათ. კონკრეტული პრეპარატები უკვე შერჩეულია. გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ზედიზედ ორი შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
შეხვედრების ფარგლებში გადაწყდა ისიც, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სპეციალისტების, ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლებისგან დაკომპლექტდა, ერთობლივი მუშაობით ფარმაცევტულ კომპანიებთან კონკრეტული 2 მედიკამენტის შეძენაზე მუშაობენ. 4 მედიკამენტიდან 2 პრეპარატს დიუშენით დაავადებული პაციენტები დაახლოებით 2 თვეში მიიღებენ.
ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელ ივლისამდე დიუშენით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებს. დახმარების მისაღებად მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ გენეტიკური კვლევის პასუხი, ფორმა 100, დაბადების მოწმობა და პაციენტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.
დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.