https://sputnik-georgia.com/20260607/shio-mesame-dideba-upals-rom-aris-mockale-299038187.html
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი
Sputnik საქართველო
პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმინდანთა ხსენება მიულოცა, რომელიც სულთმოფენობის მომდევნო კვირას აღინიშნება. დღევანდელი დღესასწაულით სრულდება სააღდგომო პერიოდის... 07.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-07T18:15+0400
2026-06-07T18:15+0400
2026-06-07T18:15+0400
საქართველო
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0e/298637802_0:21:800:471_1920x0_80_0_0_28c5b6e1f3e3daff6c7d271ecb8a9dcc.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის, განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე.პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმინდანთა ხსენება მიულოცა, რომელიც სულთმოფენობის მომდევნო კვირას აღინიშნება. დღევანდელი დღესასწაულით სრულდება სააღდგომო პერიოდის ციკლი და მომდევნო ორშაბათიდან მართლმადიდებლებისთვის პეტრე-პავლობის მარხვა იწყება.ეს დღე ეძღვნება აბსოლუტურად ყველა წმინდანს, ვინც კი ქრისტიანული ეკლესიის არსებობის მანძილზე რწმენისთვის აღესრულა ან მოღვაწეობდა. მათ შორის იმათაც, რომელთა სახელები და ღვაწლი ადამიანებისთვის უცნობი დარჩა, თუმცა ღვთის წინაშე გაბრწყინდნენ.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ერთობლივად მოიხსენიებს საქართველოს მიწაზე გაბრწყინებულ ყველა წმინდანს - მამებსა და დედებს.ხალხში ამ დღეს ხშირად უბრალოდ „ყველა წმინდანის დღეს“ უწოდებენ, ვინაიდან ამ დღეს ყველა ქართველი წმინდანი იხსენიება და ეს არის თითქმის ყველა იმ ადამიანის ანგელოზის დღე, ვინც ქართულ ქრისტიანულ სახელს ატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0e/298637802_24:0:680:492_1920x0_80_0_0_36ccfa998a13a04e03e3e76e04f81fb7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, ახალი ამბები
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი
პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმინდანთა ხსენება მიულოცა, რომელიც სულთმოფენობის მომდევნო კვირას აღინიშნება. დღევანდელი დღესასწაულით სრულდება სააღდგომო პერიოდის ციკლი და მომდევნო ორშაბათიდან მართლმადიდებლებისთვის პეტრე-პავლობის მარხვა იწყება.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის, განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე.
პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმინდანთა ხსენება მიულოცა, რომელიც სულთმოფენობის მომდევნო კვირას აღინიშნება. დღევანდელი დღესასწაულით სრულდება სააღდგომო პერიოდის ციკლი და მომდევნო ორშაბათიდან მართლმადიდებლებისთვის პეტრე-პავლობის მარხვა იწყება.
„სულთმოფენობიდან პირველ კვირას აღინიშნება ყველა წმინდანის ხსენება. ეკლესია გვიჩვენებს, რომ სულთმოფენობის შემდეგ ის წარმოშობს უდიდეს წმინდანებს, რომელთა ღირსიც არ არის ქვეყანა, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული. დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის“, - განაცხადა შიო მესამემ.
ეს დღე ეძღვნება აბსოლუტურად ყველა წმინდანს, ვინც კი ქრისტიანული ეკლესიის არსებობის მანძილზე რწმენისთვის აღესრულა ან მოღვაწეობდა. მათ შორის იმათაც, რომელთა სახელები და ღვაწლი ადამიანებისთვის უცნობი დარჩა, თუმცა ღვთის წინაშე გაბრწყინდნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ერთობლივად მოიხსენიებს საქართველოს მიწაზე გაბრწყინებულ ყველა წმინდანს - მამებსა და დედებს.
ხალხში ამ დღეს ხშირად უბრალოდ „ყველა წმინდანის დღეს“ უწოდებენ, ვინაიდან ამ დღეს ყველა ქართველი წმინდანი იხსენიება და ეს არის თითქმის ყველა იმ ადამიანის ანგელოზის დღე, ვინც ქართულ ქრისტიანულ სახელს ატარებს.