https://sputnik-georgia.com/20260607/samebashi-sakoveltao-natloba-gaimarteba-299033040.html
ტრადიცია გრძელდება: სამების ტაძარში დღეს 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
ტრადიცია გრძელდება: სამების ტაძარში დღეს 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
Sputnik საქართველო
პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა, ბოლო, 72-ე საყოველთაო ნათლობა კი 2025 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის... 07.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-07T12:56+0400
2026-06-07T12:56+0400
2026-06-07T16:51+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23462/95/234629547_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_442806f7184f3c6972e146410e8c372a.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს საყოველთაო ნათლობის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის - 2008 წელს, დემოგრაფიული კრიზისისა და შობადობის კლების პიკის ფონზე, ილია მეორემ ტელევიზიით მიმართა ერს და განაცხადა, რომ მზად იყო ქართულ ოჯახში ყოველი მესამე ბავშვის ნათლია გამხდარიყო.კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ოჯახებში მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსახურებას აღასრულებს - დღეს პატრიარქის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდება.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შიო მესამემ საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ 17 მაისს, სამების ტაძარში გამართულ „ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებულ წირვაზე ისაუბრა. როგორც შიო მესამემ განაცხადა, საქართველოში გაგრძელდება ნეტარხსენებული ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია.პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა, ბოლო, 72-ე საყოველთაო ნათლობა კი 2025 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე გაიმართა. პატრიარქ ილია მეორის ნათლულთა საერთო რაოდენობა 50 ათასს აღემატება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23462/95/234629547_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_e4ad830f71b0842d1dd03f26f0ef1307.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
ტრადიცია გრძელდება: სამების ტაძარში დღეს 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
12:56 07.06.2026 (განახლებულია: 16:51 07.06.2026) პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა, ბოლო, 72-ე საყოველთაო ნათლობა კი 2025 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე გაიმართა. პატრიარქ ილია მეორის ნათლულთა საერთო რაოდენობა 50 ათასს აღემატება.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს საყოველთაო ნათლობის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის - 2008 წელს, დემოგრაფიული კრიზისისა და შობადობის კლების პიკის ფონზე, ილია მეორემ ტელევიზიით მიმართა ერს და განაცხადა, რომ მზად იყო ქართულ ოჯახში ყოველი მესამე ბავშვის ნათლია გამხდარიყო.
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ოჯახებში მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსახურებას აღასრულებს - დღეს პატრიარქის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდება.
„20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შიო მესამემ საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ 17 მაისს, სამების ტაძარში გამართულ „ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებულ წირვაზე ისაუბრა. როგორც შიო მესამემ განაცხადა, საქართველოში გაგრძელდება ნეტარხსენებული ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია.
პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა, ბოლო, 72-ე საყოველთაო ნათლობა კი 2025 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე გაიმართა. პატრიარქ ილია მეორის ნათლულთა საერთო რაოდენობა 50 ათასს აღემატება.