https://sputnik-georgia.com/20260607/putinma-dasavlettan-dialogshi-wertili-dasva-299048413.html
დარწმუნების მცდელობები დასრულდა: პუტინმა დასავლეთთან დიალოგში საბოლოო წერტილი დასვა
დარწმუნების მცდელობები დასრულდა: პუტინმა დასავლეთთან დიალოგში საბოლოო წერტილი დასვა
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გუშინდელმა გამოსვლამ სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დასავლეთში ურთიერთსაპირისპირო კომენტარი გამოიწვია... 07.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-07T14:43+0400
2026-06-07T14:43+0400
2026-06-08T20:14+0400
რუსეთი
აშშ
ევროპა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი
ავტორები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/07/299034662_1:0:3640:2047_1920x0_80_0_0_7058d154f8646af049365000122f97ea.jpg
მაგრამ პუტინის პიროვნების დიდმა სპეციალისტებმა უკვე მეასიათასედ ვერ გაითვალისწინეს, რომ რუსეთის ლიდერი სტრატეგიულად აზროვნებს და მოქმედებს, ანუ მის ყოველ პროგრამულ გამოსვლას ისტორიული კონტექსტი და „ჰორიზონტს მიღმა“ გათვლილი პერსპექტივა აქვს, წერს РИА Новости-ს კოლუმნისტი კირილ სტრელნიკოვი.კონკრეტულად ამ შემთხვევაში, პუტინმა საბოლოოდ დახურა თემა, რომელიც 19 წლის წინ წამოჭრა.2007 წელს ვლადიმირ პუტინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოთქვა ისტორიულად ქცეული სიტყვა, რომელშიც მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ რუსეთს არ აკმაყოფილებს ის მიმართულება, რომლითაც ცივი ომის დასრულების შემდეგ, დასავლური ელიტების ხელმძღვანელობით, მსოფლიო ვითარდებოდა.მაშინ პუტინმა გამოთქვა მარტივი, მაგრამ იმდროინდელ „წესიერ“ საზოგადოებაში ერეტიკულად მიჩნეული აზრი: საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული სისტემა ამოწურულია, მსოფლიოში ვითარება ნაკლებად პროგნოზირებადი გახდა და სამართალს ძალა ანაცვლებს; ერთპოლარული მოდელი, სადაც ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ქვეყანა (აშშ) კარნახობს, საშიშია, უსამართლოა და მარცხისთვისაა განწირული.იმ დროს კოლექტიურმა დასავლეთმა არ ისურვა, გაეგო, რაზე საუბრობდა პუტინი. დღეს კი ნათელია, რომ ეს გაფრთხილება იყო, რადგან რუსეთის პრეზიდენტის აბსოლუტურად ყველა თეზისი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.რუსეთის ლიდერის დღევანდელი გამოსვლა, თავის მხრივ, მისი მიუნხენის სიტყვის ერთგვარი ლოგიკური დასასრული გახდა, სადაც გაფრთხილების ნაცვლად, რომლებსაც თავის დროზე დასავლეთმა ქედმაღლურად იგნორირება გაუკეთა, ახლა უკიდურესად მკაცრი ფაქტების კონსტატაცია გაისმა:— მსოფლიო იერარქიული მოდელიდან მრავალპოლარულზე გადადის (მსოფლიო მშპ-ში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, BRICS-ის წილი, დაახლოებით, 40%-ს შეადგენს, G7-ისა კი — 29%-ზე ნაკლებს). ანუ, „მიმდინარეობს სწორედ გლობალური განვითარების პარადიგმის ცვლილება“;— ზრდის სტრუქტურა იცვლება გლობალური სამხრეთის ახალი განვითარების ცენტრების სასარგებლოდ და მსოფლიო ვაჭრობის ფოკუსი ადგილს იცვლის;— გლობალური სავაჭრო სისტემა დასავლეთზე ორიენტირებული აღარ არის: ვითარდება ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტებში, იხსნება ახალი სატრანსპორტო დერეფნები;— ევროპა (კოლექტიური დასავლეთის დიპლომატიური ევფემიზმი) მსოფლიო ეკონომიკაში პოზიციებს კარგავს;— დასავლეთმა გლობალურ ვაჭრობაში წაგება დაიწყო და ამიტომ ახლა ბოლო ფსონს ძალის გამოყენებაზე დებს.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2007 წელს ჩვენ გაფრთხილებდით და დასავლეთს უფრო სამართლიან პირობებზე თანამშრომლობას ვთავაზობდით. ჩვენი არ გაიგონეს, ახლა მიიღეთ ის, რის შესახებაც თავიდანვე პირდაპირ გეუბნებოდით. პუტინის გზავნილი მარტივია: მატარებელმა უკვე ჩაიარა, მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა და მასთან ერთად — ძველი წესებიც. ახალი წესებისა და ახალი მსოფლიო სისტემის ილუსტრაციაა რუსეთის თანასწორუფლებიანი და მრავალპოლარული ურთიერთობები სხვა მსოფლიო პარტნიორებთან, რომლებიც ამაში ასევე ხედავენ ღირებულებასა და მომავალს (საყურადღებო ციფრია: ფორუმზე მსოფლიოს 120 (!) ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა).მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ოცნებობს გემზე ამბოხის ჩახშობაზე: რუსეთის პრეზიდენტი „არც ახლა და არც უახლოეს მომავალში რუსეთის ეკონომიკისთვის ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს“, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით, ამაზე, სჯობს, ფიქრიც კი არ დაიწყოთ — ჯანდაცვის სამინისტრო არ გირჩევთ.თავის გამოსვლაში პუტინმა, ფაქტობრივად, დახურა კიევ-ბრიუსელის ბანდასთან მოლაპარაკებების საკითხი და მიანიშნა, რომ “ამიერიდან რუსეთის მთავარი დიპლომატი ჩვენი არმიაა”: „იმუშავეთ, ძმებო!“რუსეთის პრეზიდენტის 2007 წლის მიუნხენის გამოსვლამ დასავლეთში გარკვეული მენტალური კაშხლები გაარღვია, რის შემდეგაც ყველაზე ცნობილმა ინტელექტუალებმა სამყაროს სხვაგვარად შეხედეს. მაგალითად, ამ გამოსვლის არგუმენტებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ცნობილ ამერიკელ ფილოსოფოსსა და პოლიტიკურ პუბლიცისტზე, ნოამ ჩომსკიზე, რომელმაც 2022 წელს გამოცემა New Statesman-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დასავლური ინტელექტუალური ელიტებისთვის შოკისმომგვრელი დასკვნა გააკეთა: „ის, რასაც „წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს“ უწოდებდნენ, სინამდვილეში მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: აშშ განსაზღვრავს წესებს, დანარჩენები კი ემორჩილებიან“.ჩომსკის თქმით, „შეერთებული შტატები დაღმასვლის გზაზე მდგომი ძალაა, თუმცა, კვლავაც, უდავოდ, ისტორიაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, უპრეცედენტო სამხედრო მასშტაბებითა და გლობალურ ფინანსურ სისტემაზე კონტროლით. <…> როდესაც დიდი სახელმწიფოები დაღმასვლას აწყდებიან, ჩნდება ძალის გამოყენების ძლიერი ცდუნება — შეეცადონ თავიანთი უპირატესობების გამყარებას ან მეტოქეების დასჯას. სწორედ ეს ხდის დღევანდელ მომენტს ასე სახიფათოს“.სწორედ ამაზე საუბრობდა პუტინი — არაერთხელ, არა ორჯერ და არც სამჯერ.პუტინის დღევანდელი „მიუნხენის სიტყვა 2.0“ ფორუმზე, არსებითად, ახლა იმ მთავარ აზრს გადმოსცემს, რომელიც ერთმა კინოგმირმა ცუდი ადამიანის კიბიდან ჩაგდებამდე გააჟღერა: „გაფრთხილებდი? გაფრთხილებდი. ჰოდა, ნუ გეწყინება!“ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.
აშშ
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/07/299034662_456:0:3185:2047_1920x0_80_0_0_f4a72a5fa137ea69431bb98deb6fe58b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , ევროპა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ავტორები
რუსეთი, აშშ , ევროპა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ავტორები
დარწმუნების მცდელობები დასრულდა: პუტინმა დასავლეთთან დიალოგში საბოლოო წერტილი დასვა
14:43 07.06.2026 (განახლებულია: 20:14 08.06.2026) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გუშინდელმა გამოსვლამ სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დასავლეთში ურთიერთსაპირისპირო კომენტარი გამოიწვია. თუმცა, ყველამ დაიწყო დღევანდელ მსოფლიოში არსებული ვითარების შესახებ მინიშნებებისა და სიგნალების ძებნა.
მაგრამ პუტინის პიროვნების დიდმა სპეციალისტებმა უკვე მეასიათასედ ვერ გაითვალისწინეს, რომ რუსეთის ლიდერი სტრატეგიულად აზროვნებს და მოქმედებს, ანუ მის ყოველ პროგრამულ გამოსვლას ისტორიული კონტექსტი და „ჰორიზონტს მიღმა“ გათვლილი პერსპექტივა აქვს, წერს
РИА Новости-ს კოლუმნისტი კირილ სტრელნიკოვი.
კონკრეტულად ამ შემთხვევაში, პუტინმა საბოლოოდ დახურა თემა, რომელიც 19 წლის წინ წამოჭრა.
2007 წელს ვლადიმირ პუტინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოთქვა ისტორიულად ქცეული სიტყვა, რომელშიც მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ რუსეთს არ აკმაყოფილებს ის მიმართულება, რომლითაც ცივი ომის დასრულების შემდეგ, დასავლური ელიტების ხელმძღვანელობით, მსოფლიო ვითარდებოდა.
მაშინ პუტინმა გამოთქვა მარტივი, მაგრამ იმდროინდელ „წესიერ“ საზოგადოებაში ერეტიკულად მიჩნეული აზრი: საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული სისტემა ამოწურულია, მსოფლიოში ვითარება ნაკლებად პროგნოზირებადი გახდა და სამართალს ძალა ანაცვლებს; ერთპოლარული მოდელი, სადაც ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ქვეყანა (აშშ) კარნახობს, საშიშია, უსამართლოა და მარცხისთვისაა განწირული.
იმ დროს კოლექტიურმა დასავლეთმა არ ისურვა, გაეგო, რაზე საუბრობდა პუტინი. დღეს კი ნათელია, რომ ეს გაფრთხილება იყო, რადგან რუსეთის პრეზიდენტის აბსოლუტურად ყველა თეზისი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.
რუსეთის ლიდერის დღევანდელი გამოსვლა, თავის მხრივ, მისი მიუნხენის სიტყვის ერთგვარი ლოგიკური დასასრული გახდა, სადაც გაფრთხილების ნაცვლად, რომლებსაც თავის დროზე დასავლეთმა ქედმაღლურად იგნორირება გაუკეთა, ახლა უკიდურესად მკაცრი ფაქტების კონსტატაცია გაისმა:
— მსოფლიო იერარქიული მოდელიდან მრავალპოლარულზე გადადის (მსოფლიო მშპ-ში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, BRICS-ის წილი, დაახლოებით, 40%-ს შეადგენს, G7-ისა კი — 29%-ზე ნაკლებს). ანუ, „მიმდინარეობს სწორედ გლობალური განვითარების პარადიგმის ცვლილება“;
— ზრდის სტრუქტურა იცვლება გლობალური სამხრეთის ახალი განვითარების ცენტრების სასარგებლოდ და მსოფლიო ვაჭრობის ფოკუსი ადგილს იცვლის;
— გლობალური სავაჭრო სისტემა დასავლეთზე ორიენტირებული აღარ არის: ვითარდება ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტებში, იხსნება ახალი სატრანსპორტო დერეფნები;
— ევროპა (კოლექტიური დასავლეთის დიპლომატიური ევფემიზმი) მსოფლიო ეკონომიკაში პოზიციებს კარგავს;
— დასავლეთმა გლობალურ ვაჭრობაში წაგება დაიწყო და ამიტომ ახლა ბოლო ფსონს ძალის გამოყენებაზე დებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2007 წელს ჩვენ გაფრთხილებდით და დასავლეთს უფრო სამართლიან პირობებზე თანამშრომლობას ვთავაზობდით. ჩვენი არ გაიგონეს, ახლა მიიღეთ ის, რის შესახებაც თავიდანვე პირდაპირ გეუბნებოდით. პუტინის გზავნილი მარტივია: მატარებელმა უკვე ჩაიარა, მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა და მასთან ერთად — ძველი წესებიც. ახალი წესებისა და ახალი მსოფლიო სისტემის ილუსტრაციაა რუსეთის თანასწორუფლებიანი და მრავალპოლარული ურთიერთობები სხვა მსოფლიო პარტნიორებთან, რომლებიც ამაში ასევე ხედავენ ღირებულებასა და მომავალს (საყურადღებო ციფრია: ფორუმზე მსოფლიოს 120 (!) ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა).
მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ოცნებობს გემზე ამბოხის ჩახშობაზე: რუსეთის პრეზიდენტი „არც ახლა და არც უახლოეს მომავალში რუსეთის ეკონომიკისთვის ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს“, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით, ამაზე, სჯობს, ფიქრიც კი არ დაიწყოთ — ჯანდაცვის სამინისტრო არ გირჩევთ.
თავის გამოსვლაში პუტინმა, ფაქტობრივად, დახურა კიევ-ბრიუსელის ბანდასთან მოლაპარაკებების საკითხი და მიანიშნა, რომ “ამიერიდან რუსეთის მთავარი დიპლომატი ჩვენი არმიაა”: „იმუშავეთ, ძმებო!“
რუსეთის პრეზიდენტის 2007 წლის მიუნხენის გამოსვლამ დასავლეთში გარკვეული მენტალური კაშხლები გაარღვია, რის შემდეგაც ყველაზე ცნობილმა ინტელექტუალებმა სამყაროს სხვაგვარად შეხედეს. მაგალითად, ამ გამოსვლის არგუმენტებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ცნობილ ამერიკელ ფილოსოფოსსა და პოლიტიკურ პუბლიცისტზე, ნოამ ჩომსკიზე, რომელმაც 2022 წელს გამოცემა New Statesman-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დასავლური ინტელექტუალური ელიტებისთვის შოკისმომგვრელი დასკვნა გააკეთა: „ის, რასაც „წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს“ უწოდებდნენ, სინამდვილეში მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: აშშ განსაზღვრავს წესებს, დანარჩენები კი ემორჩილებიან“.
ჩომსკის თქმით, „შეერთებული შტატები დაღმასვლის გზაზე მდგომი ძალაა, თუმცა, კვლავაც, უდავოდ, ისტორიაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, უპრეცედენტო სამხედრო მასშტაბებითა და გლობალურ ფინანსურ სისტემაზე კონტროლით. <…> როდესაც დიდი სახელმწიფოები დაღმასვლას აწყდებიან, ჩნდება ძალის გამოყენების ძლიერი ცდუნება — შეეცადონ თავიანთი უპირატესობების გამყარებას ან მეტოქეების დასჯას. სწორედ ეს ხდის დღევანდელ მომენტს ასე სახიფათოს“.
სწორედ ამაზე საუბრობდა პუტინი — არაერთხელ, არა ორჯერ და არც სამჯერ.
პუტინის დღევანდელი „მიუნხენის სიტყვა 2.0“ ფორუმზე, არსებითად, ახლა იმ მთავარ აზრს გადმოსცემს, რომელიც ერთმა კინოგმირმა ცუდი ადამიანის კიბიდან ჩაგდებამდე გააჟღერა: „გაფრთხილებდი? გაფრთხილებდი. ჰოდა, ნუ გეწყინება!“
ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.