ფაშინიანი: სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები მაქსიმალურად ღრმაა

© photo: Sputnik / Alexander Kazakov/POOL / გადასვლა მედიაბანკში ნიკოლ ფაშინიანი
 ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2026
გამოწერა
ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანას 2018 წლიდან მართავს და ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულმა ურთიერთობებმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე საუბარიც კი ძნელია, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ასეთი პასუხი გასცა სომხეთის პრემიერმა კითხვას - არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში როგორ განვითარდება ერევანსა და თბილისს შორის ურთიერთობები.
„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამ ურთიერთობებზე უკეთესი და ღრმა“, — განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ერევანი და თბილისი თანამშრომლობას გააღრმავებენ.
„არის ბევრი პოლიტიკური და სტრატეგიული საკითხი, რომლებზეც ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ჩვენ დავაახლოებთ და გავაღრმავებთ ამ კავშირებს“, — თქვა ფაშინიანმა.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - გახსნილია 2005 საარჩევნო უბანი. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად 18 პოლიტიკური ძალა: 16 პარტია და ორი ბლოკი, მათ შორის ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება" იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8%.
ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანას 2018 წლიდან მართავს და ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0