https://sputnik-georgia.com/20260607/matvienko-zelenskim-unda-gaauqmos-rusettan-molaparakebebis-akrzalvis-gankarguleba-299039776.html
მატვიენკო: ზელენსკიმ უნდა გააუქმოს რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ განკარგულება
მატვიენკო: ზელენსკიმ უნდა გააუქმოს რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ განკარგულება
Sputnik საქართველო
რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ განკარგულება უკრაინაში 2022 წლიდან მოქმედებს. 07.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-07T20:00+0400
2026-06-07T20:00+0400
2026-06-07T20:00+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/49/248854999_0:0:2793:1572_1920x0_80_0_0_19217a82cdfc0090075ecd81afedb7a0.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თუ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის წერილების მიწერა გადაწყვიტა, მან ჯერ უნდა გააუქმოს რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ განკარგულება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ.გასულ კვირას ზელენსკიმ თავის ვებგვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირადად შეხვედრა და კონფლიქტის დასრულება შესთავაზა. შეხვედრის ადგილის ვარიანტებად დასახელებული იყო შვეიცარია, თურქეთი და არაბული სამყაროს ქვეყნები. ასევე, თავის გზავნილში ზელენსკიმ აუცილებლად მიიჩნია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობა.პუტინმა შეთავაზების პასუხად განაცხადა, რომ ჯერჯერობით ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.მატვიენკომ Вестей-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ზელენსკის ქმედებებზე კომენტარი გააკეთა.2022 წელს ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შეუძლებლობის შესახებ.ამ დრომდე უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოების თემა კვლავ დაბლოკილია.როგორც ზელენსკიმ განმარტა, რუსულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ განკარგულებას ხელი იმიტომ მოეწერა, რომ „არსებობდა მრავალი ჩრდილოვანი პოლიტიკური პროცესი“.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/49/248854999_322:0:2793:1853_1920x0_80_0_0_4d8b73edfb391f500ecc8ae32f89a309.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
მატვიენკო: ზელენსკიმ უნდა გააუქმოს რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ განკარგულება
რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ განკარგულება უკრაინაში 2022 წლიდან მოქმედებს.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თუ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის წერილების მიწერა გადაწყვიტა, მან ჯერ უნდა გააუქმოს რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ განკარგულება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ.
გასულ კვირას ზელენსკიმ თავის ვებგვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირადად შეხვედრა და კონფლიქტის დასრულება შესთავაზა. შეხვედრის ადგილის ვარიანტებად დასახელებული იყო შვეიცარია, თურქეთი და არაბული სამყაროს ქვეყნები. ასევე, თავის გზავნილში ზელენსკიმ აუცილებლად მიიჩნია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობა.
პუტინმა შეთავაზების პასუხად განაცხადა, რომ ჯერჯერობით ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.
მატვიენკომ Вестей-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ზელენსკის ქმედებებზე კომენტარი გააკეთა.
„თუ მან ჩვენი პრეზიდენტისთვის წერილების მიწერა გადაწყვიტა, მაშინ წერილის დასაწყისშივე უნდა დაეწერა: „მე ვაუქმებ თქვენთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ ჩემს განკარგულებას“. შემდეგ კი ტექსტის დანარჩენი ნაწილი“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
2022 წელს ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შეუძლებლობის შესახებ.
ამ დრომდე უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოების თემა კვლავ დაბლოკილია.
როგორც ზელენსკიმ განმარტა, რუსულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ განკარგულებას ხელი იმიტომ მოეწერა, რომ „არსებობდა მრავალი ჩრდილოვანი პოლიტიკური პროცესი“.