https://sputnik-georgia.com/20260607/dedamiwis-mosaxleoba-2064-wlistvis-sheizleba-ganaxevrdes-299040699.html
მეცნიერები: დედამიწის მოსახლეობა, შესაძლოა, 2064 წლისთვის განახევრდეს
მეცნიერები: დედამიწის მოსახლეობა, შესაძლოა, 2064 წლისთვის განახევრდეს
Sputnik საქართველო
მეცნიერები თვლიან, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიმდინარე ზრდა სამყაროს აღსასრულს არ გამოიწვევს. თუმცა, სერიოზული ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში... 07.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-07T20:29+0400
2026-06-07T20:29+0400
2026-06-07T20:29+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23309/99/233099905_0:226:2837:1822_1920x0_80_0_0_47b2dcdbc8be4a9eb1cf34fca3372362.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. სერიოზული ეკოლოგიური კრიზისის შემთხვევაში 2064 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა, შესაძლოა, ორჯერ შემცირდეს, განაცხადა პორტალ Phys.org-ზე გამოქვეყნებული სტატიის ერთ-ერთმა ავტორმა ალესიო ზაკონემ.კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს მარტივი არაწრფივი განტოლება, რომელიც ასახავს მსოფლიო მოსახლეობის ზრდის დინამიკას ბოლო 12 ათასი წლის განმავლობაში. აღნიშნული განტოლება გამოყენებულ იქნა მომავალი ტენდენციების პროგნოზირებისთვის. მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიმდინარე ზრდა სამყაროს აღსასრულს არ გამოიწვევს. თუმცა, სერიოზული ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, როგორიცაა კლიმატური კატასტროფები, პანდემიები, ომები ან რესურსების დეფიციტი, სიტუაცია, შესაძლოა, კარდინალურად შეიცვალოს.ზაკონეს თქმით, გათვლები ეფუძნება ვარაუდს, რომლის მიხედვითაც, კატაკლიზმების შედეგად დედამიწის რესურსებს მხოლოდ დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანის გამოკვება შეეძლება.„ჩვენი მოდელი მსოფლიო მოსახლეობის სწრაფ შემცირებას პროგნოზირებს: 2064 წლისთვის კაცობრიობა, შესაძლოა, განახევრდეს“, – განაცხადა მკვლევარმა.მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის არა მომავლის პროგნოზი, არამედ უფრო საილუსტრაციო სცენარი, რომელიც მათემატიკური მოდელების მეშვეობით შეიქმნა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23309/99/233099905_53:0:2784:2048_1920x0_80_0_0_6002719631571b9147c167959a244924.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, საზოგადოება, ახალი ამბები
მეცნიერები: დედამიწის მოსახლეობა, შესაძლოა, 2064 წლისთვის განახევრდეს
მეცნიერები თვლიან, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიმდინარე ზრდა სამყაროს აღსასრულს არ გამოიწვევს. თუმცა, სერიოზული ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში სიტუაცია, შესაძლოა, კარდინალურად შეიცვალოს.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. სერიოზული ეკოლოგიური კრიზისის შემთხვევაში 2064 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა, შესაძლოა, ორჯერ შემცირდეს, განაცხადა პორტალ Phys.org-ზე გამოქვეყნებული სტატიის ერთ-ერთმა ავტორმა ალესიო ზაკონემ.
კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს მარტივი არაწრფივი განტოლება, რომელიც ასახავს მსოფლიო მოსახლეობის ზრდის დინამიკას ბოლო 12 ათასი წლის განმავლობაში. აღნიშნული განტოლება გამოყენებულ იქნა მომავალი ტენდენციების პროგნოზირებისთვის. მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიმდინარე ზრდა სამყაროს აღსასრულს არ გამოიწვევს. თუმცა, სერიოზული ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, როგორიცაა კლიმატური კატასტროფები, პანდემიები, ომები ან რესურსების დეფიციტი, სიტუაცია, შესაძლოა, კარდინალურად შეიცვალოს.
ზაკონეს თქმით, გათვლები ეფუძნება ვარაუდს, რომლის მიხედვითაც, კატაკლიზმების შედეგად დედამიწის რესურსებს მხოლოდ დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანის გამოკვება შეეძლება.
„ჩვენი მოდელი მსოფლიო მოსახლეობის სწრაფ შემცირებას პროგნოზირებს: 2064 წლისთვის კაცობრიობა, შესაძლოა, განახევრდეს“, – განაცხადა მკვლევარმა.
მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის არა მომავლის პროგნოზი, არამედ უფრო საილუსტრაციო სცენარი, რომელიც მათემატიკური მოდელების მეშვეობით შეიქმნა.