https://sputnik-georgia.com/20260607/bochorishvili-diasporastan-urtiertoba-prioritetulia-299040481.html
საგარეო საქმეთა მინისტრი: დიასპორასთან ურთიერთობები ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია
საგარეო საქმეთა მინისტრი: დიასპორასთან ურთიერთობები ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია
Sputnik საქართველო
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საზღვარგარეთ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში 07.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-07T20:59+0400
2026-06-07T20:59+0400
2026-06-07T20:59+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ქართული დიასპორა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:119:960:659_1920x0_80_0_0_3e476d33b935449690c14a714c65385c.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.საგარეო საქმეთა მინისტრმა 27 მაისს დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია წარადგინა. მისი თქმით, დიასპორის პროგრამები დაეფუძნება ქართული იდენტობის სამ ძირითად ღირებულებას: მამული, ენა და სარწმუნოება. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საზღვარგარეთ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მას დიასპორის სამშობლოსთან, კულტურასთან და სულიერებასთან გამაერთიანებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი უწოდა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დიასპორასთან მუდმივი ურთიერთობები შეინარჩუნოს.„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი კავშირი სამშობლოსთან, მაქსიმალურად შევუწყოთ ამას ხელი და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები მაქსიმალურად იყვნენ სამშობლოსთან დაკავშირებული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრ კოორდინაციაში მოაქცია საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების მთელი ქსელი, მათ შორის 300-ზე მეტი ორგანიზაცია, 120 საკვირაო სკოლა, 130 ფოლკლორული ანსამბლი და 94 სამრევლო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:126:960:846_1920x0_80_0_0_86ab62d9dcde5da49a57e70368e9144a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ქართული დიასპორა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ქართული დიასპორა, ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრი: დიასპორასთან ურთიერთობები ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საზღვარგარეთ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა 27 მაისს დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია წარადგინა. მისი თქმით, დიასპორის პროგრამები დაეფუძნება ქართული იდენტობის სამ ძირითად ღირებულებას: მამული, ენა და სარწმუნოება.
„დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ცოტა ხნის წინ აღვნიშნეთ დიასპორის დღე და წარმოვადგინეთ ახალი პროექტები. დიასპორის წარმომადგენლებისთვის ახალი პროექტები წარვადგინეთ, პირველ რიგში, ქართული ენის სწავლებასა და სამშობლოსთან დიასპორის კავშირების განმტკიცებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საზღვარგარეთ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მას დიასპორის სამშობლოსთან, კულტურასთან და სულიერებასთან გამაერთიანებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი უწოდა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დიასპორასთან მუდმივი ურთიერთობები შეინარჩუნოს.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი კავშირი სამშობლოსთან, მაქსიმალურად შევუწყოთ ამას ხელი და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები მაქსიმალურად იყვნენ სამშობლოსთან დაკავშირებული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრ კოორდინაციაში მოაქცია საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების მთელი ქსელი, მათ შორის 300-ზე მეტი ორგანიზაცია, 120 საკვირაო სკოლა, 130 ფოლკლორული ანსამბლი და 94 სამრევლო.