მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები: ლავროვი კონფლიქტის მოგვარების პირობებზე

© photo: Sputnik / Юрий Кочетков / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2026
გამოწერა
რუსეთი აუცილებლად მიაღწევს რუსებისა და რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების აღდგენას უკრაინაში, განაცადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. უკრაინაში რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების აღდგენის საკითხის გადაწყვეტა კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ამ საკითხის გადაწყვეტა (უკრაინაში რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების აღდგენა - Sputnik) უკრაინის კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა ლავროვმა ვიდეომიმართვაში, რომელიც რუსული ენის დღეს მიეძღვნა.
ლავროვმა დასძინა, რომ რუსეთი აუცილებლად უზრუნველყოფს რუსებისა და რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების აღდგენას უკრაინაში.
„ჩვენ მივაღწევთ იმ რუსებისა და რუსულენოვანი ხალხის უფლებების სრულ აღდგენას, რომელთა წინააღმდეგაც კიევის ნეონაცისტურმა რეჟიმმა ღია ტერორი გააჩაღა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
რუსული ენის დღე ყოველწლიურად 6 ივნისს, დიდი რუსი პოეტის, ალექსანდრ პუშკინის დაბადების დღეს, რუსეთსა და მთელ მსოფლიოში აღინიშნება. რუსეთში ეს დღესასწაული ასევე ცნობილია, როგორც პუშკინის დღე.
ყველა ახალი ამბავი
0