https://sputnik-georgia.com/20260606/san-franciskosi-qartuli-inovaciebis-habi-gaixsneba-299017846.html
სან-ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
სან-ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
Sputnik საქართველო
BRID.GE საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ქართული ინოვაციების ჰაბია. 06.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-06T09:37+0400
2026-06-06T09:37+0400
2026-06-06T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23384/99/233849905_0:12:3000:1700_1920x0_80_0_0_9752568b680cbbf62d274029f9afe230.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციების ჰაბის – BRID.GE ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს ბაზაზე გაიხსნა. ჰაბი ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებს და მეცნიერებს დაეხმარება, მოიზიდონ ამერიკული კაპიტალი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მან ხაზი გაუსვა სან-ფრანცისკოში, რომელიც ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალურ სიმბოლოს წარმოადგენს, ქართული ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას. ღონისძიებას სან-ფრანცისკოს მერი, დენიელ ლური და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მოთამაშეები, მათ შორის გლობალური სტარტაპ აქსელერატორის Plug and Play-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი საიდ ამიდი ესწრებოდნენ. პარალელურად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. "ეს სივრცე ქმნის პირდაპირ კავშირს საქართველოს მზარდ სტარტაპ და ტექნოლოგიურ სექტორსა და აქ სან-ფრანცისკოში მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემას შორის. ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად. საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცენტრი დაეხმარება უფრო მეტ ადამიანს სან-ფრანცისკოში ამ ფაქტის გაცნობიერებაში", - განაცხადა სან-ფრანცისკოს მერმა. BRID.GE საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ქართული ინოვაციების ჰაბია, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23384/99/233849905_359:0:2642:1712_1920x0_80_0_0_e058d3f151fd047ab7b662bff356aec3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , თანამედროვე ტექნოლოგიები
სან-ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
BRID.GE საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ქართული ინოვაციების ჰაბია.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციების ჰაბის – BRID.GE ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს ბაზაზე გაიხსნა. ჰაბი ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებს და მეცნიერებს დაეხმარება, მოიზიდონ ამერიკული კაპიტალი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მან ხაზი გაუსვა სან-ფრანცისკოში, რომელიც ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალურ სიმბოლოს წარმოადგენს, ქართული ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას.
"ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება. ეს ხიდი, რომელიც დღეს ოფიციალურად იხსნება, უნდა იქცეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და შესაძლებლობების, არამედ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ძლიერ ინსტრუმენტად", – განაცხადა მინისტრმა.
ღონისძიებას სან-ფრანცისკოს მერი, დენიელ ლური და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მოთამაშეები, მათ შორის გლობალური სტარტაპ აქსელერატორის Plug and Play-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი საიდ ამიდი ესწრებოდნენ. პარალელურად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
"ეს სივრცე ქმნის პირდაპირ კავშირს საქართველოს მზარდ სტარტაპ და ტექნოლოგიურ სექტორსა და აქ სან-ფრანცისკოში მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემას შორის. ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად. საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცენტრი დაეხმარება უფრო მეტ ადამიანს სან-ფრანცისკოში ამ ფაქტის გაცნობიერებაში", - განაცხადა სან-ფრანცისკოს მერმა.
BRID.GE საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ქართული ინოვაციების ჰაბია, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.