საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა პირველად 7 მლრდ დოლარს მიაღწია

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკშიდოლარები
დოლარები - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2026
გამოწერა
2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, ოქრო რეზერვების მთლიანი მოცულობის 14,9%-ს შეადგენს
თბილისი, 6 ივნისი— Sputnik. საერთაშორისო რეზერვებმა 2026 წლის 31 მაისის წინასწარი მონაცემებით, 7 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2026 წლის 28 თებერვალს მიაღწია და 6,66 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მაისში რეზერვები 531,2 მლნ დოლარით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან - 842,6 მლნ დოლარით.
ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების მოცულობის ცვლილების ძირითადი მიზეზი სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების შესყიდვა და ოქროს ფასის ზრდა იყო.
2025 წელს საერთაშორისო რეზერვები 1.709,5 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2024 წელს 562,1 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო 2023 წელს 101,5 მილიონი დოლარით გაიზარდა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (3,9 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (1,6 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 473,4 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,8 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რეზერვებში ოქრო შეადგენს 1,04 მლრდ დოლარს (რეზერვების მთლიანი მოცულობის 14,9%).
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება შეადგენს „მინუს" 64,8 ათას დოლარს.
ყველა ახალი ამბავი
0