რუსთავი-თბილისის გზაზე ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა: დაიღუპა 1 ადამიანი

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2026
გამოწერა
ბავშვები გარდაბნის მუნოციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები არიან.
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ექსკურსიის მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი".
ავტოსაგზაო შემთხვევაში ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა მიკროავტობუსს, შეჯახების შედეგად კი მიკროავტობუსი დაეჯახა მის წინ მოძრავ მიკროავტობუსს. ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ბავშვები გარდაბნის მუნოციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები არიან. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე არასრულწლოვანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0