https://sputnik-georgia.com/20260605/sanioli-kvaracxelia-bahreintan-amxanagur-matcsi-itamasebs-299007216.html
სანიოლი: კვარაცხელია ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებს
სანიოლი: კვარაცხელია ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებს
Sputnik საქართველო
მთავარი მწვრთნელის თქმით, რუმინეთთან გამართულ თამაშთან შედარებით, გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდება 05.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-05T09:37+0400
2026-06-05T09:37+0400
2026-06-05T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282039717_57:215:1382:960_1920x0_80_0_0_cfce4fb78dd467c150ce220bc7e2fca9.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია, ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება, განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ვილი საგნოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.საქართველოსა და ბაჰრეინის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.„ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, მას თავიდანვე სურდა, გუნდთან ერთად ყოფილიყო და ხვალ პირველივე წუთებიდან მოედანზე იქნება“, - განაცხადა სანიოლმა.ამასთან, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მატჩის დროს 2 ივნისს ტრავმა მიიღო, თამაშს ვერ შეძლებს. მწვრთნელის თქმით, მას ფეხი ისევ შესიებული აქვს.სანიოლის თქმით, წინა თამაშთან შედარებით, გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება.ბაჰრეინის გუნდის შესახებ საუბრისას, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში აზიის ტურნირებში მას კარგი შედეგები აქვს, ხოლო ახალ გუნდებთან თამაში საქართველოს ნაკრების განვითარებისთვის სასარგებლო იქნება.„რუმინეთთან საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ბოლო ფაზაში გვიჭირდა დაგვირგვინება. იმედია, ბაჰრეინთან უკეთესი შედეგი იქნება და შეკრებას მოგებით დავასრულებთ“, - აღნიშნა სანიოლმა.2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.რუმინეთთან მატჩი საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის, გურამ კაშიასთვის ბოლო მატჩი იყო. მან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 129 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. მის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.გუნდის ახალ კაპიტნად ოფიციალურად ხვიჩა კვარაცხელია აირჩიეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282039717_116:91:1274:960_1920x0_80_0_0_0f163430eed9d6e77a36fea1cfe05fb7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
სანიოლი: კვარაცხელია ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებს
მთავარი მწვრთნელის თქმით, რუმინეთთან გამართულ თამაშთან შედარებით, გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდება
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია, ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება, განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ვილი საგნოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
საქართველოსა და ბაჰრეინის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.
„ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, მას თავიდანვე სურდა, გუნდთან ერთად ყოფილიყო და ხვალ პირველივე წუთებიდან მოედანზე იქნება“, - განაცხადა სანიოლმა.
ამასთან, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მატჩის დროს 2 ივნისს ტრავმა მიიღო, თამაშს ვერ შეძლებს. მწვრთნელის თქმით, მას ფეხი ისევ შესიებული აქვს.
სანიოლის თქმით, წინა თამაშთან შედარებით, გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება.
ბაჰრეინის გუნდის შესახებ საუბრისას, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში აზიის ტურნირებში მას კარგი შედეგები აქვს, ხოლო ახალ გუნდებთან თამაში საქართველოს ნაკრების განვითარებისთვის სასარგებლო იქნება.
„რუმინეთთან საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ბოლო ფაზაში გვიჭირდა დაგვირგვინება. იმედია, ბაჰრეინთან უკეთესი შედეგი იქნება და შეკრებას მოგებით დავასრულებთ“, - აღნიშნა სანიოლმა.
2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.
რუმინეთთან მატჩი საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის, გურამ კაშიასთვის ბოლო მატჩი იყო. მან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 129 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. მის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
გუნდის ახალ კაპიტნად ოფიციალურად ხვიჩა კვარაცხელია აირჩიეს.