https://sputnik-georgia.com/20260605/papuasvili-saqartvelosi-aravis-dazvervas-araferi-esaqmeba-299019588.html
პაპუაშვილი: საქართველოში არავის დაზვერვას არაფერი ესაქმება
პაპუაშვილი: საქართველოში არავის დაზვერვას არაფერი ესაქმება
Sputnik საქართველო
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოითხოვს უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტების ქვეყნიდან გაყვანას და მათი საქმიანობის შეწყვეტას. 05.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-05T20:21+0400
2026-06-05T20:21+0400
2026-06-05T20:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საფრანგეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297654177_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_95f4c4898051b793b5317d850ea89874.jpg
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. საქართველოს ტერიტორია არცერთი უცხო სახელმწიფოს დაზვერვის საქმიანობის ადგილი არ არის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ფრანგულმა გამოცემა Intelligence Online-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი აღმოჩნდა ჯაშუშობასთან დაკავშირებულ სკანდალში, რომელიც ქართულმა მხარემ გამოავლინა. მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის დაზვერვამ გაიწვია თბილისიდან სამი თანამშრომელი მას შემდეგ, რაც სუსმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის გადაბირების მცდელობა გამოავლინა. აღინიშნა, რომ ინციდენტი ქვეყნებს შორის დაძაბულობას შექმნიდა.პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიუღებელია ნებისმიერი სადაზვერვო საქმიანობა.„აქ არ არსებობს არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი, არც სამხრეთი... საქართველოში არავის დაზვერვას არაფერი ესაქმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მან აღნიშნა, რომ „მეგობრული მზვერავი“ და „მტრული მზვერავი“ არ არსებობს და ყველამ უნდა დაანებოს თავი „დაზვერვას და ჯაშუშობას“.სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველოში კონტრდაზვერვითი სამუშაოები „გაათმაგებულ რეჟიმში, ინტენსივობით მიმდინარეობს“, სამართალდამცავებს კი უცხოური სადაზვერვო სამსახურების შესახებ დიდი მოცულობით ინფორმაცია დაუგროვდათ.მან მოუწოდა უცხოურ ქვეყნებს, გაიყვანონ საქართველოდან დაზვერვის რეზიდენტები და შეწყვიტონ მათი საქმიანობა.წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქართული მხარე ამასთან დაკავშირებით დამატებით ზომებს მიიღებს და „გარკვეულ მინიშნებებს“ კვლავ გააკეთებს.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297654177_79:0:1519:1080_1920x0_80_0_0_b12ee377d69561add3fc90dc87a86eea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი: საქართველოში არავის დაზვერვას არაფერი ესაქმება
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოითხოვს უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტების ქვეყნიდან გაყვანას და მათი საქმიანობის შეწყვეტას.
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. საქართველოს ტერიტორია არცერთი უცხო სახელმწიფოს დაზვერვის საქმიანობის ადგილი არ არის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ფრანგულმა გამოცემა Intelligence Online-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი აღმოჩნდა ჯაშუშობასთან დაკავშირებულ სკანდალში, რომელიც ქართულმა მხარემ გამოავლინა. მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის დაზვერვამ გაიწვია თბილისიდან სამი თანამშრომელი მას შემდეგ, რაც სუსმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის გადაბირების მცდელობა გამოავლინა. აღინიშნა, რომ ინციდენტი ქვეყნებს შორის დაძაბულობას შექმნიდა.
„ეს თუ სიმართლეა, თქვენი აზრით, უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტები რომ არიან ქვეყანაში, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ათბობს და აგენტები როცა გადიან ქვეყნიდან, ეს აციებს ურთიერთობებს? არ ვიცი. არ ვიცი, ზუსტად რა იგულისხმება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა გამოავლინონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიუღებელია ნებისმიერი სადაზვერვო საქმიანობა.
„აქ არ არსებობს არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი, არც სამხრეთი... საქართველოში არავის დაზვერვას არაფერი ესაქმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ „მეგობრული მზვერავი“ და „მტრული მზვერავი“ არ არსებობს და ყველამ უნდა დაანებოს თავი „დაზვერვას და ჯაშუშობას“.
სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველოში კონტრდაზვერვითი სამუშაოები „გაათმაგებულ რეჟიმში, ინტენსივობით მიმდინარეობს“, სამართალდამცავებს კი უცხოური სადაზვერვო სამსახურების შესახებ დიდი მოცულობით ინფორმაცია დაუგროვდათ.
მან მოუწოდა უცხოურ ქვეყნებს, გაიყვანონ საქართველოდან დაზვერვის რეზიდენტები და შეწყვიტონ მათი საქმიანობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქართული მხარე ამასთან დაკავშირებით დამატებით ზომებს მიიღებს და „გარკვეულ მინიშნებებს“ კვლავ გააკეთებს.