https://sputnik-georgia.com/20260605/papuasvili-saqartvelo-mxars-uwers-ukrainasa-da-rusets-soris-konfliqtis-swraf-dasrulebas-299011542.html
პაპუაშვილი: საქართველო მხარს უჭერს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის სწრაფ დასრულებას
პაპუაშვილი: საქართველო მხარს უჭერს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის სწრაფ დასრულებას
Sputnik საქართველო
თბილისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული ნებისმიერი ინიციატივა მნიშვნელოვანია. 05.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-05T13:22+0400
2026-06-05T13:22+0400
2026-06-05T13:22+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
ვლადიმირ პუტინი
ვოლოდიმირ ზელენსკი
მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496771_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_10eae39ae14212dc28b31c04fa98ca60.jpg
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. საქართველო მხარს უჭერს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის სწრაფ დასრულებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს მშვიდობის მისაღწევად ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კონფლიქტის დასრულებას სთავაზობს. ზელენსკიმ აღნიშნა ევროპისა და შეერთებული შტატების რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის აუცილებლობა და რუსეთის ლიდერს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, საერთაშორისო პოლიტიკის ყველა მხარე არ უწყობს ხელს კონფლიქტის დეესკალაციას, ამასთანავე ახსენა ცალკეული ევროპული სახელმწიფოების როლი და მათი მიდგომა კონფრონტაციის გაგრძელების მიმართ.„ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რაც ვერ შეძლო ევროკავშირმა, ნატო-მ და მაშინდელმა დასავლურმა სამყარომ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული ნებისმიერი ინიციატივა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უნდა ითვალისწინებდეს მხარეებისთვის რეალისტურ და ურთიერთმისაღებ პირობებს.კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდეტი ვლადიმირ პუტინი უკვე გაეცნო წერილს, ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს მეთაურს არაერთხელ გამოუთქვამს მოსკოვში შეხვედრის სურვილი.წინა დღეს, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, პუტინმა შეახსენა მათ, რომ ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა ზუსტად ორი წლის წინ ამოიწურა და მოსკოვს დოკუმენტების ხელმოწერა მხოლოდ ლეგიტიმურ პირებთან შეუძლია.
უკრაინა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496771_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_29256b7704bef821888413d4a242ef71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ვლადიმირ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მსოფლიოს ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ვლადიმირ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მსოფლიოს ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველო მხარს უჭერს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის სწრაფ დასრულებას
თბილისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული ნებისმიერი ინიციატივა მნიშვნელოვანია.
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. საქართველო მხარს უჭერს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის სწრაფ დასრულებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს მშვიდობის მისაღწევად ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კონფლიქტის დასრულებას სთავაზობს. ზელენსკიმ აღნიშნა ევროპისა და შეერთებული შტატების რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის აუცილებლობა და რუსეთის ლიდერს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.
„არ მგონია, ზელენსკის პუტინისადმი წერილი ჩვენი შესაფასებელი იყოს... პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა გამოყენებული უნდა ყოფილიყო მშვიდობის დასამყარებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, საერთაშორისო პოლიტიკის ყველა მხარე არ უწყობს ხელს კონფლიქტის დეესკალაციას, ამასთანავე ახსენა ცალკეული ევროპული სახელმწიფოების როლი და მათი მიდგომა კონფრონტაციის გაგრძელების მიმართ.
„ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რაც ვერ შეძლო ევროკავშირმა, ნატო-მ და მაშინდელმა დასავლურმა სამყარომ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული ნებისმიერი ინიციატივა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უნდა ითვალისწინებდეს მხარეებისთვის რეალისტურ და ურთიერთმისაღებ პირობებს.
კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდეტი ვლადიმირ პუტინი უკვე გაეცნო წერილს, ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს მეთაურს არაერთხელ გამოუთქვამს მოსკოვში შეხვედრის სურვილი.
წინა დღეს, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, პუტინმა შეახსენა მათ, რომ ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა ზუსტად ორი წლის წინ ამოიწურა და მოსკოვს დოკუმენტების ხელმოწერა მხოლოდ ლეგიტიმურ პირებთან შეუძლია.