კანონში ცვლილება შედის, რომელიც დეკრეტული შვებულებისას გაცემულ თანხას ეხება

© Depositphotos.com / EugeneGensyurovksyორსული ქალი
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2026
გამოწერა
დეკრეტული შვებულებისთვის ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად არ აღემატება 2 ათას ლარს.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება და აღსასრულებლად არ მიექცევა.
შესაბამისი ცვლილებები "სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" კანონში შედის.
"მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, ხელშეუხებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა", – აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონპროექტის მიხედვით, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 2 ათასი ლარის ოდენობით.
საკანონმდებლო ინიციატივა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული თანხა თავისი ბუნებით წარმოადგენს არა ზოგად შემოსავალს, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ორსულის/მშობლის მიზნობრივ ფინანსურ მხარდაჭერას, რის გამოც მიზანშეუწონელია მისი აღსასრულებლად მიქცევა.
ყველა ახალი ამბავი
0