https://sputnik-georgia.com/20260605/helirussia-2026-vertmprenebi-romlebic-cvlian-samkaros-299034297.html
HeliRussia-2026: ვერტმფრენები, რომლებიც ცვლიან სამყაროს და ომს
HeliRussia-2026: ვერტმფრენები, რომლებიც ცვლიან სამყაროს და ომს
Sputnik საქართველო
მოსკოვის ოლქში გამართულმა საერთაშორისო საავიაციო გამოფენამ HeliRussia-2026 ნათლად აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად იჭრებიან ტრადიციულ როტორულ საავიაციო ინდუსტრიაში... 05.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-05T12:26+0400
2026-06-05T12:26+0400
2026-06-07T12:26+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
ავტორები
მსოფლიოს ახალი ამბები
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0d/288389253_0:87:1713:1051_1920x0_80_0_0_a13b97c1b148bf47abed31585368e1f9.jpg
საავიაციო გამოფენა HeliRussia-2026 საგამოფენო ცენტრ „კროკუს ექსპო“-ში (კრასნოგორსკი) 4–5 ივნისს ტარდება და ობიექტურად ასახავს რუსეთის ვერტმფრენებისა და უპილოტო ტექნოლოგიების ხარისხობრივ ნახტომს, კლასიკური პლატფორმებიდან კომპლექსურ ციფრულ ეკოსისტემებზე, ავტონომიურ ლოგისტიკასა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე გადასვლას. პირველი სრულად ციფრული, „უქაღალდო“ პროდუქცია გახდა გამანადგურებლები სუ-35, სუ-57 და სამოქალაქო ავიალაინერი SSJ-100.ციფრული პროექტირება და ახალი მასალები, ჰიპერკონვერგენციისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების საოცრება ცვლის ავიაციის სამყაროს ჩვეულ სურათს და ბრძოლის ველზე ჯარების მანამდე უნაკლო ტაქტიკას.ერთ-ერთი მთავარი ექსპონატია მსუბუქი მრავალფუნქციური ვერტმფრენი АП-55. იგი შექმნილია მოსკოვური კომპანიის „ავია-პროექტის“ მიერ და იწარმოება „КЭМЗ-ის კონცერნის“ მიერ. ხუთადგილიანი აპარატი, თანაღერძული მზიდი ხრახნების სქემით, გათვლილია სამაშველო ოპერაციებზე, ტურისტულ მარშრუტებსა და პილოტების მომზადებაზე. მისი მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-მდეა, ფრენის სიშორე კი — 600 კმ-მდე. პროექტმა წარმატებით გაიარა სტენდური გამოცდები და ემზადება საცდელი ფრენებისა და სერტიფიცირებისთვის. და წარმატებისთვისაც არის განწირული.მრავალფუნქციური АП-55, გარეგნულად, ამერიკული სპეციალური დანიშნულების ძალების მსუბუქ ვერტმფრენს MH-6 Little Bird-ს ჰგავს. თუმცა, რუსულ დაბალრადარულ „ჩიტს“ ორჯერ უფრო შორს გაფრენა შეუძლია და რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალისტებისთვის ძალიან გამოსადეგი იქნებოდა.მსგავს (საბრძოლო) ასოციაციებს იწვევს ორკაციანი ავტოჟირი Gyro Classic-იც, რომელიც პატრულირების, ძებნის, დამოუკიდებელი პილოტირების და საფრენოსნო მომზადების ამოცანებისთვისაა შექმნილი. ეს შესანიშნავი როტორული საფრენი აპარატი რუსეთში სერიულად იწარმოება. ჰორიზონტალური ფრენის სიჩქარის ფართო დიაპაზონი აქვს — 190 კმ/სთ-მდე, პრაქტიკული ჭერი — 3500 მ, ფრენის ხანგრძლივობა — 4 საათზე მეტი. მოქმედების სიშორე 700 კმ-მდე აღწევს. ეკონომიური ძრავა АИ-95 მარკის ბენზინზე მუშაობს, საწვავის ხარჯი 14 ლ/სთ-ია, საწვავის მარაგი კი 100 ლიტრამდე. სპეცდანიშნულების ძალების ოცნებაა!უპილოტო საავიაციო სისტემების სექტორი HeliRussia-2026-ზე ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა და ეს კანონზომიერია. უპილოტო მომავალი უკვე აწმყოდ იქცევა და შეუქცევადად გამოყენების ყველა სფეროს იპყრობს: სამგზავრო გადაზიდვებს, სატვირთო ნაკადებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სამხედრო მოქმედებებს.კომპანია „აერომაქსმა“ წარმოადგინა ახალი უპილოტო ვერტმფრენი В-200, რომელიც განკუთვნილია ტვირთების გადასაზიდად რთულად მისადგომ (მთიან და ჩრდილოეთ) რაიონებში და „ბოლო მილის“ ამოცანების შესასრულებლად. აპარატი გათვლილია ოპერატორის პირდაპირი ხედვის ზონის მიღმა ექსპლუატაციაზე და შეუძლია უზრუნველყოს ავტონომიური ლოგისტიკა დაშორებული ობიექტებისთვის. მისი სასარგებლო ტვირთამწეობა 200 კგ-ია. ფრენის რადიუსი — 350 კმ, ფრენის ხანგრძლივობა — 4 საათი. საიმედო მანქანაა ამოცანების ფართო სპექტრისთვის, მათ შორის საბრძოლო გამოყენების სფეროშიც.კომპანია ZALA-მ, უპილოტო ტექნოლოგიების ერთ-ერთმა მსოფლიო ლიდერმა და ამ სფეროს კანონმდებელმა, რუსეთში ყველაზე პოპულარული მოდელების ხაზი წარმოადგინა: „T-16“ და „T-20“. ასევე პლატფორმა „ГЕОКОСМОС“, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად კავშირსა და ნავიგაციას მოწინააღმდეგის მიერ მონაცემთა გადაცემის ტრადიციული არხების ჩახშობის პირობებში. ელექტროძრავით აღჭურვილი უპილოტო აპარატი „T-16“ აღჭურვილია ბორტული ხელოვნური ინტელექტით ობიექტების ძიებისა და იდენტიფიკაციისთვის. მთავარი აქცენტი კეთდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე აპარატების ავტონომიურობასა და სადაზვერვო ამოცანების შესრულების ეფექტიანობის გასაზრდელად. ყველა აღნიშნულმა სისტემამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში თავი შესანიშნავად გამოიჩინა.ყველაზე თვალსაჩინო ნამუშევრებს შორისაა მსუბუქი, მანევრირებადი დრონების ოჯახი „პირანია“ და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზების ბაზაზე, რომლებიც დაცულია მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ზემოქმედებისგან. ცნობილია, რომ უპილოტო აპარატმა „პირანია-10“-მა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში პირველი ABRAMS-ის ტანკი გაანადგურა. მთლიანობაში, „პირანიებმა“ საბრძოლო ოპერაციებში თავი კარგად გამოიჩინეს. ულიანოვსკის ოლქის გაერთიანებულ სტენდზე ასევე წარმოდგენილია ჰექსაკოპტერის ტიპის დრონები „ლიუტიკი“, რომლებიც ლოგისტიკური დანიშნულებისთვისაა გათვლილი, და FPV-კოპტერების ოთხი მოდელი „სიგნალი“, რომლებიც გამოიყენება აეროგადაღებისთვის, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებსა და ლოგისტიკაში.HeliRussia-2026-ის ექსპოზიციაზე, დაახლოებით, 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, წარმოდგენილია ვერტმფრენებისა და უპილოტო ტექნიკის მწარმოებელი ათობით წამყვანი კომპანია, საავიაციო აღჭურვილობისა და კომპონენტების შემმუშავებლები, ავიასარემონტო საწარმოები და ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციები. წარმოდგენილი ნიმუშების უმეტესობა უპილოტო ავიაციის სფეროში შექმნილი რუსული ტექნიკაა. დამთვალიერებელთა საერთო რაოდენობა 10 ათასამდე აღწევს.HeliRussia, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია. მხოლოდ გამოფენის პირველ დღეს მას 25-ზე მეტი ქვეყნის უცხოური დელეგაცია ეწვივია, მათ შორის - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, ინდოეთიდან, ერაყიდან, გამბიიდან, ტაილანდიდან, ანგოლიდან და რუანდიდან. ასეთი ინტერესი კანონზომიერია.საავიაციო მრეწველობა რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დარგია. ამ სფეროში წარმოების მოცულობა, პილოტირებადი სამხედრო თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩათვლით, 2026 წლის აპრილში, წინა წელთან შედარებით, 117 პროცენტით გაიზარდა. და აქაც იგრძნობა სპეციალური სამხედრო ოპერაციის “ცხელი სუნთქვა” უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე.HeliRussia იქცა პლატფორმად, სადაც ინდუსტრია არა მხოლოდ მზა პროდუქციას, არამედ სრული ციკლის უზრუნველყოფის უნარსაც წარმოაჩენს, დამუშავებით და გამოცდებით დაწყებული, ციფრული მხარდაჭერითა და ექსპლუატაციით დასრულებული. ბიზნესშიც და ომშიც გამარჯვებას აღწევს ის, ვინც ადეკვატურად რეაგირებს და სწორი მიმართულებით მოძრაობს. ტექნოლოგიური და საბრძოლო უპირატესობა მხოლოდ ფული და რესურსები არ არის. ეს, უპირველეს ყოვლისა, ცვლილებებსა და გამოწვევებთან სწრაფი ადაპტაციის უნარია.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0d/288389253_99:0:1615:1137_1920x0_80_0_0_0c4df8083d3b7bdf39f51d83bcb803b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , ავტორები, მსოფლიოს ახალი ამბები, მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , ავტორები, მსოფლიოს ახალი ამბები, მოსაზრება
HeliRussia-2026: ვერტმფრენები, რომლებიც ცვლიან სამყაროს და ომს
12:26 05.06.2026 (განახლებულია: 12:26 07.06.2026) მოსკოვის ოლქში გამართულმა საერთაშორისო საავიაციო გამოფენამ HeliRussia-2026 ნათლად აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად იჭრებიან ტრადიციულ როტორულ საავიაციო ინდუსტრიაში დრონები, კომპოზიტური მასალები, ახალი თაობის ოპერაციული სისტემები და საავიაციო ხელოვნური ინტელექტი.
საავიაციო გამოფენა HeliRussia-2026 საგამოფენო ცენტრ „კროკუს ექსპო“-ში (კრასნოგორსკი) 4–5 ივნისს ტარდება და ობიექტურად ასახავს რუსეთის ვერტმფრენებისა და უპილოტო ტექნოლოგიების ხარისხობრივ ნახტომს, კლასიკური პლატფორმებიდან კომპლექსურ ციფრულ ეკოსისტემებზე, ავტონომიურ ლოგისტიკასა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე გადასვლას. პირველი სრულად ციფრული, „უქაღალდო“ პროდუქცია გახდა გამანადგურებლები სუ-35, სუ-57 და სამოქალაქო ავიალაინერი SSJ-100.
ციფრული პროექტირება და ახალი მასალები, ჰიპერკონვერგენციისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების საოცრება ცვლის ავიაციის სამყაროს ჩვეულ სურათს და ბრძოლის ველზე ჯარების მანამდე უნაკლო ტაქტიკას.
ერთ-ერთი მთავარი ექსპონატია მსუბუქი მრავალფუნქციური ვერტმფრენი АП-55. იგი შექმნილია მოსკოვური კომპანიის „ავია-პროექტის“ მიერ და იწარმოება „КЭМЗ-ის კონცერნის“ მიერ. ხუთადგილიანი აპარატი, თანაღერძული მზიდი ხრახნების სქემით, გათვლილია სამაშველო ოპერაციებზე, ტურისტულ მარშრუტებსა და პილოტების მომზადებაზე. მისი მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-მდეა, ფრენის სიშორე კი — 600 კმ-მდე. პროექტმა წარმატებით გაიარა სტენდური გამოცდები და ემზადება საცდელი ფრენებისა და სერტიფიცირებისთვის. და წარმატებისთვისაც არის განწირული.
მრავალფუნქციური АП-55, გარეგნულად, ამერიკული სპეციალური დანიშნულების ძალების მსუბუქ ვერტმფრენს MH-6 Little Bird-ს ჰგავს. თუმცა, რუსულ დაბალრადარულ „ჩიტს“ ორჯერ უფრო შორს გაფრენა შეუძლია და რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალისტებისთვის ძალიან გამოსადეგი იქნებოდა.
მსგავს (საბრძოლო) ასოციაციებს იწვევს ორკაციანი ავტოჟირი Gyro Classic-იც, რომელიც პატრულირების, ძებნის, დამოუკიდებელი პილოტირების და საფრენოსნო მომზადების ამოცანებისთვისაა შექმნილი. ეს შესანიშნავი როტორული საფრენი აპარატი რუსეთში სერიულად იწარმოება. ჰორიზონტალური ფრენის სიჩქარის ფართო დიაპაზონი აქვს — 190 კმ/სთ-მდე, პრაქტიკული ჭერი — 3500 მ, ფრენის ხანგრძლივობა — 4 საათზე მეტი. მოქმედების სიშორე 700 კმ-მდე აღწევს. ეკონომიური ძრავა АИ-95 მარკის ბენზინზე მუშაობს, საწვავის ხარჯი 14 ლ/სთ-ია, საწვავის მარაგი კი 100 ლიტრამდე. სპეცდანიშნულების ძალების ოცნებაა!
უპილოტო საავიაციო სისტემების სექტორი HeliRussia-2026-ზე ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა და ეს კანონზომიერია. უპილოტო მომავალი უკვე აწმყოდ იქცევა და შეუქცევადად გამოყენების ყველა სფეროს იპყრობს: სამგზავრო გადაზიდვებს, სატვირთო ნაკადებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სამხედრო მოქმედებებს.
კომპანია „აერომაქსმა“ წარმოადგინა ახალი უპილოტო ვერტმფრენი В-200, რომელიც განკუთვნილია ტვირთების გადასაზიდად რთულად მისადგომ (მთიან და ჩრდილოეთ) რაიონებში და „ბოლო მილის“ ამოცანების შესასრულებლად. აპარატი გათვლილია ოპერატორის პირდაპირი ხედვის ზონის მიღმა ექსპლუატაციაზე და შეუძლია უზრუნველყოს ავტონომიური ლოგისტიკა დაშორებული ობიექტებისთვის. მისი სასარგებლო ტვირთამწეობა 200 კგ-ია. ფრენის რადიუსი — 350 კმ, ფრენის ხანგრძლივობა — 4 საათი. საიმედო მანქანაა ამოცანების ფართო სპექტრისთვის, მათ შორის საბრძოლო გამოყენების სფეროშიც.
კომპანია ZALA-მ, უპილოტო ტექნოლოგიების ერთ-ერთმა მსოფლიო ლიდერმა და ამ სფეროს კანონმდებელმა, რუსეთში ყველაზე პოპულარული მოდელების ხაზი წარმოადგინა: „T-16“ და „T-20“. ასევე პლატფორმა „ГЕОКОСМОС“, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად კავშირსა და ნავიგაციას მოწინააღმდეგის მიერ მონაცემთა გადაცემის ტრადიციული არხების ჩახშობის პირობებში. ელექტროძრავით აღჭურვილი უპილოტო აპარატი „T-16“ აღჭურვილია ბორტული ხელოვნური ინტელექტით ობიექტების ძიებისა და იდენტიფიკაციისთვის. მთავარი აქცენტი კეთდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე აპარატების ავტონომიურობასა და სადაზვერვო ამოცანების შესრულების ეფექტიანობის გასაზრდელად. ყველა აღნიშნულმა სისტემამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში თავი შესანიშნავად გამოიჩინა.
ყველაზე თვალსაჩინო ნამუშევრებს შორისაა მსუბუქი, მანევრირებადი დრონების ოჯახი „პირანია“ და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზების ბაზაზე, რომლებიც დაცულია მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ზემოქმედებისგან. ცნობილია, რომ უპილოტო აპარატმა „პირანია-10“-მა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში პირველი ABRAMS-ის ტანკი გაანადგურა. მთლიანობაში, „პირანიებმა“ საბრძოლო ოპერაციებში თავი კარგად გამოიჩინეს. ულიანოვსკის ოლქის გაერთიანებულ სტენდზე ასევე წარმოდგენილია ჰექსაკოპტერის ტიპის დრონები „ლიუტიკი“, რომლებიც ლოგისტიკური დანიშნულებისთვისაა გათვლილი, და FPV-კოპტერების ოთხი მოდელი „სიგნალი“, რომლებიც გამოიყენება აეროგადაღებისთვის, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებსა და ლოგისტიკაში.
HeliRussia-2026-ის ექსპოზიციაზე, დაახლოებით, 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, წარმოდგენილია ვერტმფრენებისა და უპილოტო ტექნიკის მწარმოებელი ათობით წამყვანი კომპანია, საავიაციო აღჭურვილობისა და კომპონენტების შემმუშავებლები, ავიასარემონტო საწარმოები და ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციები. წარმოდგენილი ნიმუშების უმეტესობა უპილოტო ავიაციის სფეროში შექმნილი რუსული ტექნიკაა. დამთვალიერებელთა საერთო რაოდენობა 10 ათასამდე აღწევს.
HeliRussia, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია. მხოლოდ გამოფენის პირველ დღეს მას 25-ზე მეტი ქვეყნის უცხოური დელეგაცია ეწვივია, მათ შორის - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, ინდოეთიდან, ერაყიდან, გამბიიდან, ტაილანდიდან, ანგოლიდან და რუანდიდან. ასეთი ინტერესი კანონზომიერია.
საავიაციო მრეწველობა რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დარგია. ამ სფეროში წარმოების მოცულობა, პილოტირებადი სამხედრო თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩათვლით, 2026 წლის აპრილში, წინა წელთან შედარებით, 117 პროცენტით გაიზარდა. და აქაც იგრძნობა სპეციალური სამხედრო ოპერაციის “ცხელი სუნთქვა” უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე.
HeliRussia იქცა პლატფორმად, სადაც ინდუსტრია არა მხოლოდ მზა პროდუქციას, არამედ სრული ციკლის უზრუნველყოფის უნარსაც წარმოაჩენს, დამუშავებით და გამოცდებით დაწყებული, ციფრული მხარდაჭერითა და ექსპლუატაციით დასრულებული. ბიზნესშიც და ომშიც გამარჯვებას აღწევს ის, ვინც ადეკვატურად რეაგირებს და სწორი მიმართულებით მოძრაობს. ტექნოლოგიური და საბრძოლო უპირატესობა მხოლოდ ფული და რესურსები არ არის. ეს, უპირველეს ყოვლისა, ცვლილებებსა და გამოწვევებთან სწრაფი ადაპტაციის უნარია.