https://sputnik-georgia.com/20260605/fexburti-saqartvelos-nakrebma-bahreini-daamarcxa-299025153.html
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინი დაამარცხა
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინი დაამარცხა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026-2027 წლების უეფას ერთა ლიგის მეხუთე გათამაშებაში სექტემბერსა და ოქტომბერში უნგრეთს, უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიას... 05.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-05T23:51+0400
2026-06-05T23:51+0400
2026-06-06T11:02+0400
საქართველო
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0e/298104403_0:74:1440:884_1920x0_80_0_0_ce50aa41361bb3d2ca2797c36d35dad4.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.ბაჰრეინის ნაკრები ორგანიზებულად მოქმედებდა დაცვაში, განსაკუთრებულ ყურადღებას გუნდის კაპიტანს და ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას უთმობდა. შედეგად შესვენებამდე ანგარიში არ გახსნილა - 0:0.52-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დაცვაში ბზარი მაინც მონახა. სწრაფი კომბინაციის და ზუსტი თამაშის შედეგად, ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ბურთი ერთი შეხებით კარში გაგზავნა – 1:0.75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს. გიორგი კვერნაძე საჯარიმოში წააქციეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უნაკლოდ შეასრულა – 2:0.დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა აქტიურად შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა და ივნისის სანაკრებო პაუზა მოგებით დაასრულა.როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, მთავარი მიზანი არა ბაჰრეინთან მოგება, არამედ იმ გამოწვევებისთვის მომზადება იყო, რომელიც სექტემბრიდან ელის ნაკრებს.„ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტები ვიყავით. ახალგაზრდა მცველებს, გოგლიჩიძესა და ბერიაშვილს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ და მათ მეტი სათამაშო დრო მივეცით. მეორე ტაიმში კარგად შემოვიდა შეცვლაზე ირაკლი აზაროვიც. ყველაფერს იდეალურად არ ჩაუვლია, მაგრამ მთლიანობაში ამ თამაშებით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა სანიოლმა.საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026-2027 წლების უეფას ერთა ლიგის მეხუთე გათამაშებაში სექტემბერსა და ოქტომბერში უნგრეთს, უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0e/298104403_82:0:1359:958_1920x0_80_0_0_546e1e1a5db88826e05228294d91f1a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, სპორტი
საქართველო, ახალი ამბები, სპორტი
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინი დაამარცხა
23:51 05.06.2026 (განახლებულია: 11:02 06.06.2026) საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026-2027 წლების უეფას ერთა ლიგის მეხუთე გათამაშებაში სექტემბერსა და ოქტომბერში უნგრეთს, უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ბაჰრეინის ნაკრები ორგანიზებულად მოქმედებდა დაცვაში, განსაკუთრებულ ყურადღებას გუნდის კაპიტანს და ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას უთმობდა. შედეგად შესვენებამდე ანგარიში არ გახსნილა - 0:0.
52-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დაცვაში ბზარი მაინც მონახა. სწრაფი კომბინაციის და ზუსტი თამაშის შედეგად, ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ბურთი ერთი შეხებით კარში გაგზავნა – 1:0.
75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს. გიორგი კვერნაძე საჯარიმოში წააქციეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უნაკლოდ შეასრულა – 2:0.
დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა აქტიურად შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა და ივნისის სანაკრებო პაუზა მოგებით დაასრულა.
როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, მთავარი მიზანი არა ბაჰრეინთან მოგება, არამედ იმ გამოწვევებისთვის მომზადება იყო, რომელიც სექტემბრიდან ელის ნაკრებს.
„ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტები ვიყავით. ახალგაზრდა მცველებს, გოგლიჩიძესა და ბერიაშვილს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ და მათ მეტი სათამაშო დრო მივეცით. მეორე ტაიმში კარგად შემოვიდა შეცვლაზე ირაკლი აზაროვიც. ყველაფერს იდეალურად არ ჩაუვლია, მაგრამ მთლიანობაში ამ თამაშებით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა სანიოლმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026-2027 წლების უეფას ერთა ლიგის მეხუთე გათამაშებაში სექტემბერსა და ოქტომბერში უნგრეთს, უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.