ახმეტაში ავარიაში ორი მოზარდი მოყვა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების ავტომობილი
სასწრაფო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2026
გამოწერა
ავარია ხუთშაბათს საღამოს მოხდა
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახშანში, კვადროციკლით ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა, იუწყება ახალი ამბების პორტალი „მთავარი ამბები კახეთიდან“.
დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების თქმით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავის და ყბა-სახის მძიმე ტრამვა მიიღო. მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმის თქმით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი თბილისში გადაყვნა იგეგმება.
მეორე დაშავებულს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და შესაბამისი მკურნალობა ადგილობრივ სავადმყოფოში უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ყველა ახალი ამბავი
0